ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9690

ფაქტი 9690

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ საქართველოს პროფ. კავშირის ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენლებმა – შალვა აბდუშელიშვილმა და ალექსანდრე ხელაძემ მუშათა დელეგაციის წარმომადგენელ ა. დგებუაძესა და დელეგაციის მდივან ლევან რუხაძესთან ერთად ინახულეს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი დელეგაციის რუსეთში თავისუფლად შესვლის საკითხის გასარკვევად.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9690; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .