ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 9763

ფაქტი 9763

1919 წლის პირველ მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძემ სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ წლის დასაწყისში ის მთავარგამგემ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნა. მას მასწავლებლის წოდების გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული. დირექტორს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას სთხოვდა, რომ უფლება მიეცათ საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ჩაებარებინა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 9763; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .