რეგისტრირებული ფაქტები50861
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 1-ელი ოქტომბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, აპოლონ არსენის ძე კობახიძე იყო ნატალია კობახიძის ვაჟი.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 11 სექტემბერს, საღამოს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორის, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილის პანაშვიდი გაიმართებოდა მიხეილის საავადმყოფოს სამლოცველოში.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1920 წლის 10 სექტემბერს თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი თბილისის ვაჟთა მე-4 გიმნაზიის დირექტორი იყო.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 9 თებერვლის გაზეთ „საქართველოში“ მეუღლე, მარიამ გლახუას ასული ნატბელაძე, შვილები: ერმოლოზ, კონტანტინე, იოსებ, მიხეილ გაბრიჭიძეები, ცოლისძმა- მალაქია გლახუას ძე ნატბელაძე, ცოლის ბიძაშვილები - ერმონე და დიანოზ იოშას ძე ნატბელაძეები, რძალი - მარიამ დიმიტრის ასული გაბრიჭიძე, დისწულები - მაქსიმე და მარიამ კიკვაძეები, სიმონ ლუკას ძე გაბრიჭიძის გადაცვალებას იუწყებოდნენ.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი ალფეზ ლომინეშვილი ოზურგეთის ჩეკაში 10 დღე აშიმშილეს. გამომძიებელი – გოგია.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიშა შალვაძე ბათუმის ჩეკაში ცემისა და სიცივისგან დაინვალიდდა, ხელები და ფეხები დაეკრუნჩხა, ექიმების აზრით, კაცად აღარ ვარგოდა, მერე გაათავისუფლეს. გამომძიებელი – ისაკაძე.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი თეოფილე ჭანიშვილი ოზურგეთის ჩეკაში გამომძიებელმა სიმონიშვილმა აშიმშილა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომრის (N29-30) ცნობით, სოციალ-დემოკრატი შოთა კიკვაძე ოზურგეთის ჩეკაში 10-9 დღე აშიმშილა გამომძიებელმა გოგიშვილმა.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 17 მარტს, 12 საათზე, ისიდორე პერტაიას გამომძიებელმა ტოლსტოვმა სოხუმის ჩაკაში ორი ჩეკისტის დახმარებით „დაკითხვის“ დროს სცემა. სამ ადგილას და შუბლზე ეტყობოდა შრამები.
1927
ტიპი: ნასამართლეობა
1927 წლის 24 თებერვალს დათიკო სიხარულიძე დააპატიმრეს და 45 დღე სოხუმის ჩეკას კარცერში ჰყავდათ, აქედან 15 დღე – სიბნელეში.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი ნიკოლოზ აბულაძე, რომელსაც ბრალდებოდა არალეგალური მუშაობა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი თედორე ზაქარეიშვილი.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი გრიგოლ მამაგეიშვილი.
1926
ტიპი: გარდაცვალება
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიგოლ ღვაბერიძე.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი ვარდენ ყაჭეიშვილი.
1910
ტიპი: ღონისძიება
1910 წლის 9 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ქუთაისის გუბერნატორის ნებართვით ილია ლუკას ძე ბახტაძე საჯარო ლექციებს: „ბატონყმობა და დანიელ ჭონქაძე“, „ახალგაზრდა პოეტები. ვარლამ რუხაძე და მისი პოეზია“ ქუთაისში , ფოთში, სოხუმში, ოზურგეთში, სამტრედიაში, ნაოღალევსა და ჭიათურაში წაიკითხავდა.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს ციმბირში, ნარიმის მხარეში, არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი გრიგოლ ჩხეიძე.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს არალეგალური მუშაობის ბრალდებით ციმბირში, ნარიმის მხარეში, სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი სილიბისტრო პერტახია. ის იჯდა ჩელიაბინსკის პოლიტიზოლატორში.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წლის 12 დეკემბერს არალეგალური მუშაობის ბრალდებით სამი წლით გადაასახლეს პირველი ქართული რეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი სერგო ფიოლია. ის იჯდა ჩელიაბინსკის პოლიტიზოლატორში.
1926
ტიპი: ნასამართლეობა
1926 წელს მეტეხის ციხეში იჯდა პირველი ქართული ლეგიონის ჯარისკაცი, ახ. მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იერემია მუჯირი. მას ორგანიზაციის წევრობისთვის წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი.