ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50481

ფილტრი:
ფაქტის ტიპი გარდაცვალება

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 21 თებერვალს ნიკოლოზ რევაზის ძე ერისთავი დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სახადით დაავადებული ევგენი დავითის ძე ქობულაშვილი 1915 წლის 22 თებერვალს გარდაიცვალა. ის შუამთის მონასტერში დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 24 მარტს სოფლის სკოლის დარბაზში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელიც დილის 11 საათზე გახსნა გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა კონდრატე ნინიკაშვილმა. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს დიდებული მგოსნის, აკაკი წერეთლისა და თავდადებული საზოგადო მოღვაწის, ვარლამ გელოვანის ხსოვნას.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკოლოზ იოსების ძე ლომოური 1915 წლის 17 აპრილს გორში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 19 აპრილს ქაშვეთის ეკლესიაში ნიკოლოზ ლომოურის საზელზე პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 24 აპრილს თბილისში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 26 აპრილს ნიკო იოსების ძე ლომოური გორში, სამების ეკლესიის ეზოში, დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

პავლე ალექსის ძე კალანდაძე 1915 წლის 26 აპრილს წმ. ნინოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა განყოფილების ყოფილი წევრ-ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ლომოური.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 3 მაისს დაბა ზუგდიდში გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრების ოქმიდან ირკვევა, რომ გარდაიცვალა პოეტი აკაკი წერეთელი.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 3 მაისს, ისტორიკოს დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალებიდან 25 წლისთავზე, ქართული ეთნოგრაფიული საზოგადოების თაოსნობით დიდუბის ტაძარში პანაშვიდი გადაიხადეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მაისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, იროდიონ ისაკის ძე ევდოშვილი დიდუბის პანთეონში ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილის (ვაჟა-ფშაველას) გვერდით დაკრძალეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 16 მაისს ქაშვეთის ეკლესიაში კოტე მესხის გარდაცვალების წლისთავზე მისთვის პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.

1915

ტიპი: გარდაცვალება

ნიკო ადამია 1915 წლის 20 მაისს ტუაფსეში გარდაიცვალა.

1915

ტიპი: გარდაცვალება

კაპიტანი იოსებ დავითის ძე ყანჩაველი I მსოფლიო ომში, 1915 წლის 22 მაისს, მოკლეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 7 ივლისს ალექსი ალექსიძის დაკრძალვას ესწრებოდნენ ეფემია მესხი და ვასილ აბაშიძე.

1915

ტიპი: გარდაცვალება

1915 წლის 13 ივლისს თბილისში სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი მოკლეს.

1915

ტიპი: გარდაცვალება

სოლომონ ქრისტეფორეს ძე კიპრიზოვი 1915 წლის 19 ივლისს ბერძენთა წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში დაკრძალეს.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ იროდიონ ისაკის ძე ხოსიტაშვილი-ევდოშვილის ნეშტის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა და ხარჯების დასაფარად 400 მანეთი გადადო.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წელს გარდაიცვალა ისტორიკოსი თედო ჟორდანია.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 3 თებერვალს ვექილი, ქართული და რუსული ჟურნალ-გაზეთების თანამშრომელი გიორგი გრძელიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 7 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მწერალი ლუკა თათეიშვილი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 8 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის კრების ოქმის მიხედვით, ისააკ მახარობლის ძე სიხარულიძე გარდაიცვალა.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 15 მარტს თბილისში 45 წლის მუსიკათმცოდნე იოსებ გიორგის ძე მონადირაშვილი გარდაიცვალა.