ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51545

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი 28 ივნისს სახალხო სახლში ზაქარია გომელაურისა და ალექსანდრე შანშიაშვილის მიერ გამართული საღამოს შესახებ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის ლექსების კრებული „ცრემლები“ გამოსცა თბილისის გამომცემელმა ამხანაგობამ.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს დუტუ მეგრელის მოთხრობების კრებული „სურათები ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან“ გამოსცა ქუთაისის გამომცემელთა ამხანაგობამ.

1930

ტიპი: ავტორობა

1930 წლის 10 ივნისს დუტუ მეგრელის დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მან დაწერა კომედია „ეშმაკების ბუდე“.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წელს დუტუ მეგრელის იაკობ ბარდახისადმი მირთმეულ საჩუქარს თან ერთვოდა ალექსანდრე გარსევანიშვილის წერილი მისი ერთი მოთხრობის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 23 ივლისს ლაგოდეხის ყაზარმაში გამართულ საღამოზე სავლე აბულაძემ თავისი ლექსი წაიკითხა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე სარაჯიშვილის დაკრძალვაზე ნიკოლოზ ერისთავმა სიტყვა წარმოთქვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 29 ოქტომბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში" დაბეჭდილ წერილში ეკატერინე ნიკოლაძე აღნიშნავს, რომ ქუთაისის სახალხო თეატრის შენობის გასამაგრებლად განსვენებული სოლომონ ლეონიძის მიერ დატოვებული ხუთასი მანეთი მოიხმარეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 7 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ყარამანის ძე თავდგირიძის (გურულის) სტატია ბორჯომის თეატრში წარმოდგენილი „ხანუმას“ შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 24 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის სტატია კაზიმირ საველის ძე ცხომელიძის შესახებ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 17 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილის სტატია „ბეჭდვის უჩინარი მუშაკნი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 5 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სიხარულიძის წერილი 13 ივნისს ხაშურის თეატრში გამართული წარმოდგენის „სიმახინჯე“ შესახებ.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის ივლისში სიკო ფაშალიშვილი წერდა პოემას „დაწყევლილი სახელი“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სეზმან ბატკუაშვილის (ერთაწმინდელის) ლექსი „საქართველო“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ალექსანდრე ნათაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველა სიყმაწვილეში“ გაგრძელება.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 4 სექტემბრის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის სტატია „მხოლოდ დადგენილება“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 28 აგვისტოს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა მიხეილ ხერხეულიძის „ლექსი ბალმონტისა“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა დიმიტრი ხოშტარიას ხუთმოქმედებიანი დრამის „მწირი-სარდალი“ V ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ გრიშაშვილის ლექსი „ვ . . . ს“.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 11 აგვისტოს დიდუბეში ეკატერინე ივანეს ასული სარაჯიშვილის დაკრძალვაზე დავით გურამიშვილმა სიტყვა წარმოთქვა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „უდროო მსხვერპლი (მსახიობი ალექსი ალექსიძე (ქურდოვანიძე)“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 12 ივლისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა სილიბისტრო რემონიძის მოთხრობა „ნუ გჯერა!“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს გიორგი ფოცხოველის უკანასკნელი პიესა „მშობლების ბრალია“ დაიკარგა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 28 ივნისს ეთნოგრაფიულ-ისტორიული საზოგადოების კრებაზე პროფესორმა იოსებ ყიფშიძემ წაიკითხა ლექცია „მეგრელთა ზნე-ჩვეულებები და ცრურწმენები“.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 18 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, კონსტანტინე საბახტარაშვილის მიერ სვიმონ მდივნისთვის გაგზავნილი დეპეშის მიხედვით, წითელი არმიის საქართველოში შემოჭრის შემდეგ საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა, სამხედრო დახმარებისთვის თურქეთისთვის მიემართა, რის სანაცვლოდაც თურქეთმა ართვინისა და არტაანის ოლქები მოითხოვა.