ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50485

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ალფონს დოდეს „ტარტარენ ტარასკონელი“, ვიქტორ ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტი“ და ალექსეი ტოლსტოის „პეტრე პირველი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ვიქტორ ჰიუგოს „განწირულნი“ და მაქსიმ გორკის „ზღაპრები“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ოსტროვსკის „ტყე“, მოლიერის „ქმართა სკოლა“ და ჯაკომეტის „ივდითი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ვინჩენცო მონტის „კაი გრაკხი“, ოქტავ მირბოს „სასწაული წმინდა ანტონისა“ და პოლ. ერვიეს „ბრჭყალები“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი პოლ ერვიეს „ბრჭყალები“ „მოამბეში“ დაიბეჭდა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი „ტარტიუფი“ „მოამბეში“ დაიბეჭდა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია არტურ შნიცლერის „მწვანე თუთიყუში“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია პიესა „ღამე კაფეში ბასტილიის აღების შემდეგ“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ანატოლ ფრანსის კომედია „ამ ფანდურა“.

1955

ტიპი: ავტორობა

1955 წლის 20 ივლისს ვასილ კოპტონაშვილმა ავტობიოგრაფიას დაურთო მინაწერი, რომლის თანახმადაც, ავტობიოგრაფიის დაწერის დროს იგი 71 წლის იყო, დანართის დაწერის დროს კი − 89-ის.

1955

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1955 წლის მივლინების ანგარიშის მიხედვით, იოანე ბაგრატიონისეულ კოლექციაში დაცული იყო ვახტანგის ძმის, დომენტი კათალიკოსის (დომენტი III-ის) ბრძანებით 1711 წელს „აღწერილი“ ოთხთავი.

1954

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1954 წლის ჩანაწერის მიხედვით, მისი ნაშრომი „საქართველოს ისტორიის მასალები“ შეიცავდა 278 გვერდს და დართული ჰქონდა ათაბაგების გენეალოგიური ტაბულა: 1416-1537 წწ.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წლის 27 ივნისს ევგენი გეგეჭკორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბოლშევიზმისაგან გათავისუფლების ამერიკული კომიტეტის, „პარიზის ბლოკის", ევროპის ქვეყნების სოციალ-დემოკრატიული პარტიების წარმომადგენელთა სამგლოვიარო კრების თავჯდომარემ – უკრაინის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სტ. ვიტვიცკიმ სამძიმრის წერილი მისწერა საქართველოს მთავრობას.

1954

ტიპი: ავტორობა

1954 წლის ანგარიშში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ილია აბულაძემ ერევანში ქართული ხელნაწერების შესამოწმებლად ძველი ქართული სამედიცინო ლიტერატურის მკვლევარი, ბაადურ რაჭველიშვილი ჩაიყვანა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 13 ნოემბერს საგამომცემლო სამმართველოს უფროსმა, დ. კომახიძემ ქრისტინე შარაშიძეს აცნობა, რომ საქართველოს სსრ კულტურის მინისტრის სახელზე დაწერილი განცხადების პასუხად ნაშრომი „ვახტანგ მე-6-ეს სტამბის 240 წელი“ შეიტანეს გამომცემლობა „ტექნიკა და შრომის“ 1954 წლის თემატურ გეგმაში.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა ოქმი N-8, რომელიც ეხებოდა ქრისტინე შარაშიძის მიერ მომზადებული „საქართველოს ისტორიის საბუთების XII-XVIII სს“ დამტკიცებასა და გაგზავნას საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის რედგამსაბჭოში.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის 28 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ დაწერა ხელწერილი, რომ მის ნაშრომში „საქართველოს ისტორიის მასალები“ (II ნაკვეთი) საიდუმლო არაფერია და შესაძლებელია მისი ღია წესით გამოცემა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს იანვრიდან ივლისამდე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის Q ფონდის 50 ხელნაწერი (N-232-282) უნდა აღეწერა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს თებერვალში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის H ფონდის ხელნაწერთა აღწერილობის VI ტომის საძიებელი უნდა გაეკეთებინა.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს მონაწილეობა უნდა მიეღო XIX საუკუნის საქართველოს გამოფენის გეგმის შედგენაში.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა წასამძღვარებელი გამოკვლევა „საქართველოს ისტორიის მასალების /XIV-XVIII სს/“ II ნაკვეთისათვის.

1953

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის 1953 წლის ინდივიდუალურ სამუშაო გეგმას ხელი მოაწერეს მან და ილია აბულაძემ.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წლის სამუშაო გეგმის მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს უნდა დაეწერა პოპულარული წერილი ხელნაწერთა განყოფილების მასალების საფუძველზე.

1953

ტიპი: ავტორობა

1953 წელს ევგენი გეგეჭკორმა ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკული კომიტეტის თავმჯდომარეს, სტივენსს მადლობის წერილი გაუგზავნა საქართველოს მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 10 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ სხირტლაძე და ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში დაბრუნდნენ.