ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50830

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ავტორობა

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 სექტემბერს ფსევდონიმით „ლაზ. მეხის-შვილი“ გაზეთ „დროებაში“ გამოყვეყნდა სერგეი მესხის ლექსი „მაშო“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 სექტემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებულ ვასილ გამრეკელის წერილში „რამდენიმე სიტყვა გარდაცვალებულს დეკანოზ მიხეილ გურგენიძეზე“ საუბარია, რამდენად დიდი დანაკლისია დეკანოზის გარდაცვალება მოსკოვში მცხოვრები ქართველი სტუდენტებისათვის.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 4 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 11 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე და მესამე ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 18 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეოთხე ნაწილი გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 1-ელ ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის ლექსი „ფრთხილათ!“

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის მიერ თარგმნილი ნიკოლოზ ნეკრასოვის ლექსი „კარგი ზნის კაცი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 8 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა VI – X ნაწილები გიორგი წერეთლის მოთხრობისა „გვრიტია“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 16 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ლუიჯი მერკანტინის ლექსი „საპრელი მამკალი ქალი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთი „დროება“ იუწყებოდა, რომ დაიბეჭდა და 65 კაპიკად იყიდებოდა იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილი „საყმაწვილო წიგნი დაბალ კლასებში სახმარებელი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მესამე სცენა ალექსანდრე გამრეკელის პიესისა „მაგდანას გათხოვება“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 22 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა სერგი მესხის პიესა „ხუმრობა“ ლაზარე მეხისშვილის ფსევდონიმით.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის რეცენზია იაკობ გოგებაშვილის მიერ შედგენილ საყმაწვილო წიგნზე „ბუნების კარი“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 29 ნოემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის „კორრესპონდენცია ზუგდიდიდამ“ სამეგრელოსა და იმერეთის ბანკების გაერთიანების აუცილებლობაზე.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ივანე მესხის ლექსი „ამ დროის სიმღერა“.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 20 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა დავით ერისთავის წერილი „წიგნები ს.-პეტერბურგიდგან“ ალექსანდრე ოსტროვსკის ახალი კომედიის, „კავკასიელი სასიძოების“ შესახებ, რომელშიც ქართველი პერსონაჟები უარყოფითად იყვნენ წარმოჩენილნი.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ კირილე კორთქიფანიძემ გამოსცა ლექსთა კრებული „ჩონგური“, რომელშიც შეტანილი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსებს.

1868

ტიპი: ავტორობა

1868 წლის 27 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა გიორგი წერეთლის მიერ თარგმნილი ფრაგმენტი ფრიდრიხ შილერის დრამისა „ვილგელმ ტელლი“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ალექსანდრე ცაგარელმა კირილე ლორთქიფანიძეს მიუნხენიდან მისწერა, რომ ილია ჭავჭავაძის „კაცია ადამიანის?!“ გამოცემა მოეწონა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს პეტერბურგის სამეცნიერო აკადემიის სტამბაში დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანი?!”.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წელს ცენზურამ გასცა ნებართვა ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანის?!“ ცალკე წიგნად დაბეჭდვაზე.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა პირველი ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 2 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ანტონ ფურცელაძის განცხადება იმის თაობაზე, რომ ის აღარ სარგებლობდა ფსევდონიმით თავხედი და, შესაბამისად, ჟურნალ „ცისკარში“ ამ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილები მას არ ეკუთვნოდა.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა მეორე ნაწილი დიმიტრი ბაქრაძის ისტორიული ნარკვევისა „საქართველო“.

1869

ტიპი: ავტორობა

1869 წლის 9 იანვარს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა ეპისკოპოს გაბრიელის საშობაო ქადაგება.