ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52142

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 14 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, ანტონ ფალავანდიშვილს ჰყავდა მეუღლე ეკატრინე.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 10 მარტს გელათიდან წამოსული ილია ჭავჭავაძე ნიკო ღოღობერიძემ მიიპატიჟა სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც შეხვდა გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივსაცემოდ ახალი სუფრა გაშალეს და წვეულება განაგრძეს, ღამე ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.

1918

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ ფარნაოზ გარსევანის ძე ყიფიანს ჰყავდა ვაჟები: ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში გიორგი ლეონიძე მოხვდა ვასილ ბარნოვის მოსწავლეთა რიცხვში.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წელს ანტონ ნატროშვილი იყო გიორგი ლეონიძის ნათლია და მასწავლებელი.

1913

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1913 წელს გიორგი ლეონიძის მასწავლებლები იყვნენ შიო ისაკის ძე შიუკაშვილი და ვასილ ბარნოვი.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წელს ილია ჭავჭავაძე თავის სახლში მიიწვია მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა და სთხოვა, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად მონაწილეობა მიეღო გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში.

1905

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1905 წლის 18 ივნისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის კრებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია მიხეილ ვეზირიშვილი და რწმუნებულები მიხეილ ბაგრატიონ-გრუზინსკი და დავით ჯორჯაძე გაუგზავნა. ვეზირიშვილმა მიიღო გამოწვევა და თავის რწმუნებულებად ალექსანდრე კობიაშვილი და ალექსანდრე დიასამიძე დანიშნა.

1881

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1881 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ შეიტყო, რომ მსახიობი ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იმ სარდიონ ალექსი-მესხიშვილის ვაჟი იყო, რომელიც 1861 წელს ჟურნალ „ცისკარში“ ენის საკითხებთან დაკავშირებით „მამებსა და შვილებს“ შორის გამართულ პოლემიკაში ჩაება.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძე ესტუმრა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრს, მხატვარსა და საზოგადო მოღვაწე დავით გურამიშვილს.

1903

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ნიკო ხიზანიშვილი მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად სადილზე მიიწვია.

1873

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1873 წელს პარიზში გამგზავრებამდე ნიკო ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძეს მისი თხზულებების სრულად გამოცემის ნებართვა სთხოვა.

1864

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1864 წელს ილია ჭავჭავაძე შეხვდა თავის ქვისლს, დიმიტრი სტაროსელსკის.

1862

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1862 წელს ილია ჭავჭავაძემ ხელშეკრულება გააფორმა სტამბის მფლობელ ამბარცუმ ენფიანჯიანცთან, რომელსაც 1 ნოემბრიდან უნდა დაეწყო ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ ბეჭდვა.

1863

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1863 წელს ილია ჭავჭავაძესთან საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა გეოგრაფიული საზოგადოების წევრი ლეონარდ ზაგურსკი.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.

1885

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1885 წლის მაისში ილია ჭავჭავაძემ რაფიელ ერისთავს წერილობით სთხოვა, რომ მასთან მისულიყო.

1860

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1860 წელს ილია ჭავჭავაძე ცარსკოე სელოში ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისასთან სტუმრობისას გაეცნო ნიკოლოზ ბარათაშვილის ავტოგრაფულ კრებულებს.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ ალექსანდრე საგინაშვილისგან შეიტყო, რომ მისი დისწულის – მაკო აფხაზის ცოლად თხოვნას პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მაყაშვილი აპირებდა.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძეს დავით ერისთავმა წერილობით ბანკის მიერ აბანოს უბნის დაგირავება ურჩია, რათა ისიც სომეხ ვაჭრებს არ ჩაეგდოთ ხელში.

1884

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1884 წლის 8 თებერვალს ილია ჭავჭავაძემ მეუღლეს დისწულის, მაკო აფხაზის გათხოვება შეატყობინა.