ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50369

ფილტრი:
ფაქტის ტიპი განათლება

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს შიო დედაბრიშვილი თედო სახოკიას ერთი სასწავლო წლით უსწრებდა თბილისის სასულიერო სემინარიაში.

1884

ტიპი: განათლება

თედო სახოკიამ 1884 წელს თბილისის სემინარიაში სწავლის პერიოდი გაკვეთილების დაზეპირებაში გაატარა.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თედო სახოკიამ საშუალო განათლება თბილისის სასულიერო სემინარიაში მიიღო.

1884

ტიპი: განათლება

თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია 1884-1885 წლებში სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა სოფლიდან იყო ჩამოსული.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში თბილისის სასულიერო სასწავლებელში, სადაც თედო სახოკია სწავლობდა, სემინარიელთა უმრავლესობა მოუხეშავი ქცევისა და გაუთლელი ყოფილა, რითაც გამოირჩეოდა გიმნაზიაში მოსწავლეთაგან.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თბილისის სემინარიაში სასწავლებლად ჩამოსულ თედო სახოკიას უფროსების, განსაკუთრებით მასწავლებლების, პატივისცემა და რიდი ჰქონდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თედო სახოკია თბილისის სასულიერო სასწავლებელში სოფლებიდან ჩამოსულ შავი მაუდის გრძელ საზამთრო ლაბადებში გამოწყობილ თანაკლსელებს, ამ ჩაცმულობის გამო, შავ ყორნებს ამსგავსებდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა.

1884

ტიპი: განათლება

1884 წელს თევდორე კიკვაძემ წარჩინებით დაამთავრა ოზურგეთის ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებელი.

1884

ტიპი: განათლება

1884-1885 წლებში მიხეილ ესაკია თბილისის გიმნაზიაში სწავლობდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზმა თბილისის კადეტთა კორპუსში სწავლა დაამთავრა.

1885

ტიპი: განათლება

1885-1892 წლებში ელენე ბახტაძე ქუთაისის საქალებო გიმნაზიაში სწავლობდა. მან დაწყებითი განათლება მამის, ლუკა ბახტაძის მიერ საკუთარ სახლში დაარსებულ სკოლაში მიიღო.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს თევდორე კიკვაძე თბილისის სასულიერო სემინარიის მეორე კლასში გადავიდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე აკრძალული წიგნის (შელგუნოვი) კითხვისთვის სემინარიის ბოლო კურსიდან მგლის ბილეთით დაითხოვეს.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 11 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობა „ელისო“ თბილისში, ზაქარია გრიქუროვის წიგნის მაღაზიაში 25 კაპიკად იყიდებოდა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 13 იანვრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევმა პირობა დადო, რომ გორის სასულიერო სკოლისთვის კარადებს შეიძენდა, რადგან შენობის ის ნაწილი, სადაც წიგნები ინახებოდა, დაიწვა.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 12-13 ივნისს დიდი თონეთის სკოლის მეორე განყოფილების გამოცდები ჩაიბარა სკოლის მასწავლებელმა ბესარიონ ჭილაძემ.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 19 ივნისის „დროებაში“ დაიბეჭდა დიმიტრი ჯანაშვილის სტატიის „ეტიუდის“ დასასრული.

1885

ტიპი: განათლება

1885 წლის 25 ივლისის „დროების“ ცნობით, ეფროსინე ჭიჭინაძემ სანკტ-პეტერბურგის უმაღლესი საქალებო სასწავლებელი დაამთავრა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს, ივანე მაჭავარიანის რჩევით, თედო სახოკია ჟენევაში დარჩა სწავლის გასაგრძელებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს ჟენევაში სწავლის გასაგრძელებლად ჩასულმა თედო სახოკიამ ფრანგული ენა შეისწავლა და უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო მიმართულებით ჩააბარა.

1886

ტიპი: განათლება

1886-1890 წლებში გერასიმე ცაგარეიშვილი ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წელს შიო არაგვისპირელი თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 6 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართულ დრამატულ საზოგადოებაში საწევრო გადასახადი შეიტანა.