რეგისტრირებული ფაქტები50855
ფილტრი:
სორტირება თარიღი მზარდობით
1831
ტიპი: მფლობელობა
1831 წლის 21 თებერვლის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა, რომ ამიერკავკასიის ახლადგახსნილი სავაჭრო კომპანიის აქციონერები იყვნენ: კოლეგიის მრჩეველი გრუბერი, კაპიტანი სნაკსარიოვი, გენერალ-მაიორი ივანე ოსიპის ძე სიმონიჩი.
1860
ტიპი: მფლობელობა
1860 წელს ილია ჭავჭავაძე დაბრუნდა საქართველოში, რადგან შეექმნა პრობლემა – მამის, გრიგოლ ჭავჭავაძის დროიდან შემორჩენილი ვალის გამო მის მამულს გაყიდვა ემუქრებოდა.
1862
ტიპი: მფლობელობა
1862 წელს სახელმწიფო კანცელარიამ კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობის შემსრულებელ გრიგოლ ორბელიანის ნებართვის საფუძველზე დააკმაყოფილა ილია ჭავჭავაძის თხოვნა ქართული ჟურნალის, „საქართველოს მოამბის“ გამოცემის შესახებ, იმ პირობით, რომ მასში პოლიტიკური სტატიები არ დაიბეჭდებოდა.
1863
ტიპი: მფლობელობა
1863 წელს ილია ჭავჭავაძემ მიიღო ნებართვა საცენზურო კომიტეტისაგან „საქართველოს მოამბის“ პირველი ნომრის დაბეჭდვაზე.
1863
ტიპი: მფლობელობა
1863-1869 წლებში დედოფლისწყაროს სამხედრო სკოლაში ივანე როსტომაშვილის სწავლის პერიოდში, მამამისის, პავლე როსტომაშვილის ბაღ-ვენახები და სახლი სოფელ შალაურში მცხოვრებ აზნაურ ილიკო გველესიანს გადაეცა.
1866
ტიპი: მფლობელობა
1866 წლის 11 აპრილს ოზურგეთში აუქციონზე იყიდებოდა ანტონ ნაკაშიძის მამული, რომელიც იქამდე იყო გლეხის, გულოვან მუჯირის სარგებლობაში. ეს მამული იყიდებოდა იმ მიზეზით, რომ გლეხებს გათავისუფლების შემდეგ მიწები არ ერგოთ. იმ შემთხვევაში, თუ მამული ვერ გაიყიდებოდა, 3 დღის შემდეგ აუქციონი განმეორებით ჩატარდებოდა.
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა რევაზ ვაჩნაძის მამული, რომელიც მდებარეობდა სიღნაღში, სოფელ კარდანახში. რევაზს წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (9000 მანეთი).
1867
ტიპი: მფლობელობა
1867 წლის 17 ივლისს მეფისნაცვლის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო გენერალ-ლეინტენანტ გრიგოლ ლევანის ძე დადიანის დასახლებული მამული სამურზაყანოში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1867
ტიპი: მფლობელობა
1967 წლის 4 დეკემბერს კავკასიის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯაროდ უნდა გაყიდულიყო თავად დიმიტრი ივანეს ძე ჭავჭავაძის მამული ყვარელში, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1868
ტიპი: მფლობელობა
1868 წლის 5 თებერვალს თბილისის გუბერნიის სამმართველოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო პოლკოვნიკ იასე ანდრონიკაშვილის მამული თელავის მაზრაში, რომელიც გარდაცვლილი მეპატრონის ოჯახს სახელმწიფო სესხის გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ალექსანდრე იაკობის ძე ზუბალოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძის ქუჩაზე.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოება დაბინავებული იყო ჭავჭავაძის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წელს კურდღელაურში თავის მამულში ჩასულ ივანე როსტომაშვილს სახლი იმერელი მებაღეების ხელში დახვდა.
1869
ტიპი: მფლობელობა
1869 წლის 11 ივლისს დუშეთის მაზრის სასამართლოში საჯაროდ უნდა გაყიდულიყო აზნაურ იოსებ ივანეს ძე წინამძღვაროვის მამული, რომელიც მეპატრონეს სახელმწიფო სესხის, 1750 მანეთის, გადაუხდელობის გამო ჩამოართვეს.
1876
ტიპი: მფლობელობა
1876 წელს ხეთის სკოლის მასწაველებლ ზოსიმე ჩაჩუას პანსიონი ჰქონდა გახსნილი მოსწავლეებისთვის.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1877 წლის 30 მაისს ქალაქის მთავრობამ განიხილა ქალაქისთავის წინადადება სათეატრო ადგილის ყიდვის შესახებ და გადაწყვიტა, მეწარმე ჩითახოვისა და ალექსანდრე ზუბალაშვილისგან 13 000 თუმნად შეესყიდა სამხედრო სასამართლოს გვერდით მდებარე ადგილი.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, ხეხილიანი ვენახი, რომელიც მდებარეობდა ცხინვალში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონემ დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ კონსტანტინე როსტომის ძის, ნიკოლოზ, გიორგი, მიხეილ დიმიტრის ძეების, მართა დიმიტრის ასული და სალომე პანტელეიმონის ასული შალიკოვების მიერ გირაოდ ჩადებული ქონება, რომელიც მდებარეობდა გორის მაზრის სოფელ სკრაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად, ქონების მეპატრონემ დაკისრებული თანხა დროულად არ გადაიხადა.
1877
ტიპი: მფლობელობა
1877 წლის 13 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობის განცხადება, რომ იოსებ და რაფაელ დავითის ძე ერისთავების მიერ გირაოდ ჩადებული მამული, კერძოდ, სახნავი და სათიბი მიწები ტყით, რომლებიც მდებარეობდა თიანეთის მაზრის სოფელ ბოჭორმაში, გაიყიდებოდა საჯაროდ, რადგან ბანკის წესდების თანახმად ქონების მეპატრონეებმა დროულად არ გადაიხადა დაკისრებული თანხა.
1877
ტიპი: მფლობელობა
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ნინო დავითის ასული მირიანოვის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 432 მანეთი და 96 კაპიკი იყო.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ავეჯის დასამზადებლად დაუთმო.
1879
ტიპი: მფლობელობა
1879-1886 წლები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ფლობდა უძველეს ხელნაწერ „სახარებას".
1880
ტიპი: მფლობელობა
1880 წელს ყოფილი ი. ივანოვის ბიბლიოთეკა ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარისა და დავით გიორგის ძე ნანუკაშვილის (ნანუკოვი) მფლობელობაში გადავიდა. ბიბლიოთეკა მოთავსებული იყო სასახლის ქუჩაზე, არწრუნის გალერეასთან. ბიბლიოთეკა თავდაპირველად ჯაბადარის სახელით იყო ცნობილი.
1880
ტიპი: მფლობელობა
1880 წელს მიხეილ რევაზის ძე ერისთავი ფლობდა საგვარეულო მამულს სოფელ კარალეთში, ქართლში.