ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1942

ტიპი: მფლობელობა

1942 წელს არტემ ახნაზაროვი საკუთარ სახლს ფლობდა თბილისში, ძნელაძის ქუჩა № 4-ში.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1936

ტიპი: მფლობელობა

1935 წლის 26 იანვარს გამოცემული ხელშეკრულების მიხედვით, ქრისტინე შარაშიძეს ნიკოლოზ ბარათაშვილის აკადემიურ გამოცემაზე მუშაობა ამავე წლის პირველ აპრილამდე უნდა დაესრულებინა. მისი ჰონორარი 350 მანთით განისაზღვრა, რომლის 50 პროცენტს ის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის დროს მიიღებდა, 25 პროცენტს – მასალის ჩაბარებისას და დანარჩენ 25 პროცენტს – წიგნის გამოსვლის შემდეგ, არა უგვიანეს ერთი კვირისა.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.

1922

ტიპი: მფლობელობა

1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებელი.

1921

ტიპი: მფლობელობა

1921 წელს კონსტანტინე ალექსის ძე ბახტაძეს სანოტარო ბიურო ჰქონდა ბათუმში, ლორის-მელიქოვის ქუჩაზე, კაპპიდის სახლში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტრომ არამიანცს წინადადება მისცა, გაეთავისუფლებინა შენობა, რომელიც მინიონს ეკავა. არამიანცის შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლიდან (რუსთაველის ქ.N17) კინემატოგრაფისთვის დაეთმოთ შენობა, უარყვეს, რადგან ქალაქის საბჭოს ცნობით, მას თბილისში სხვაგანაც ჰქონდა მამულები.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სავაჭრო სახლის ძმ. სეილანოვების რეკტიფიკაციის ქარხანა, კონიაკის და ლიქიორების, დავით იაგორის ძე კალანდაძის საკუთრებაში გადავიდა და მალე ნაწარმი საკუთარი ფირმით გამოვა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 10 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იასე ალექსანდრეს ძე ბარათაშვილი და მისი მეუღლე ელენე კონსტანტინეს ასული სვიმონიშვილი ფლობდნენ სახლს ოლღას ქუჩა N20.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 8 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნაფიცი ვექილი იესე ბარათაშვილი ფლობდა საკუთარ სახლს თბილისში, ოლღას ქუჩა N20-ში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) შეძენილი ჰქონდა შემდეგ მწერალთა ხელნაწერების გამოცემის უფლება: გიორგი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ვაჟა-ფშაველას, შიო არაგვისპირელის, ვასილ ბარნოვის, ანასტასია ერისთავი-ხოშტარიასი, დუტუ მეგრელის, მელაიასი, ნიკო ლომოურის, ბაჩანასი, ლალიონის, მოსე ჯანაშვილის სამეცნიერო ლექსიკონის, დავით კარიჭაშვილის რუსულ-ქართული ლექსიკონის და მრავალი სხვა წიგნის.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 7 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრებას შეადგენდა ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, იაკობ გოგებაშვილის, ეგნატე ხრამელაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ალექსანდრე ხახანაშვილის, არჩილ ჯორჯაძის და ივანე (კიტა) აბაშიძის ყველა ნაწარმოები.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს გაზეთი „სამუსულმანო საქართველო“ ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგიას სტამბაში იბეჭდებოდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, განცხადებების აგენტ მაქსიმე ონისიმეს ძე გაჟონიას არშაკუნოვის ქუჩაზე, სასამართლოს ბოლოში, ჰქონდა ბინა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ლი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილს ჰქონდა ბინა ოლღას ქ. N 3-ში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 1-ელი იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ექიმ კონსტანტინე ტყეშელაშვილს ჰქონდა საკუთარი საექიმო კაბინეტი მიხეილის საავადმყოფოსთან, პლეხანოვის პრ.N5-ისა და ბელგიის ქ. N1-ის კუთხეში.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 6 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნოე სიხარულიძე ფლობდა სასტუმრო „ნოეს“.

1919

ტიპი: მფლობელობა

1919 წლის 3 დეკემბერს, ოთხშაბათს, 10-ის ნახევარზე ოლივერ უორდროპმა მეუღლეს მისწერა, რომ მუსლიმთა საღვთო წიგნი ჰქონდა. ის იყო ლოცვების ნაკრები, რომლის ილუსტრატორმაც არაბული კარგად არ იცოდა, რის გამოც ილუსტრაციები ტექტს იყო აცდენილი.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის 27 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილს ჰქონდა მეურნეობა გორის მაზრაში, სოფელ სატივეში.