ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50855

ფილტრი:
ფაქტის ტიპი მფლობელობა

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წელს ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე კვერნაძეს სამტრედიაში ჰქონდა საკუთარი სახლი და მიწა.

1924

ტიპი: მფლობელობა

1924 წლის 3 ივნისს სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანი დაკითხა გამომძიებელმა ძაგანიამ. ის იყო 57 წლის. ჰქონდა 7 ქცევა მიწა, სახლი და დუქანი სამტრედიაში, სადაც ვაჭრობდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის თებერვლის დამლევს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ბაქოდან მიიღო დეპეშა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობას გადაერიცხა 200 000 მანეთი მიწისძვრისგან დაზარალებულთა სასარგებლოდ.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წელს სასტუმრო „ვეტცელი“ ნოე სიხარულიძემ შეიძინა.

1940

ტიპი: მფლობელობა

1940 წლის 8 აგვისტოს აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 2276 სტატიის აღწერისთვის ქრისტინე გიორგის ასულ შარაშიძეს 1365 მანეთი და 60 კაპიკი ეკუთვნოდა, 60 კაპიკი – თითო სტატიის აღწერისათვის.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წლის საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრთა ავტობიოგრაფიების მიხედვით, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის ბინა მდებარეობდა თბილისში, ვასილ ბებუთოვის ქუჩის N46-ში.

1946

ტიპი: მფლობელობა

1946 წლის 20 ივნისს ქრისტინე შარაშიძეს ქირით გადაეცა ჯავახიშვილის ქუჩის N11 სახლის მეორე სართულზე მდებარე ბინა 11 კვადრატული მეტრის ფართობით, საერთო საპირფარეშოთი და სამზარეულოთი.

1917

ტიპი: მფლობელობა

1917 წლის 22 ივნისის გაზეთის, „ხმა ქართველი ქალისა“ N11 ცნობით, ნიჭიერმა მხატვარმა სერგეი ახვლედიანმა ქუთაისის საერთო ქალთა კლუბის ბიუროს შესწირა თავისი დახატული სურათი ქალთა უფლების დამცველი პოეტი და ფილოსოფოსი შატობრიანისა, რისთვისაც ქალთა კლუბის ნიურო და გაზეთის რედაქცია მადლობას უხდის მას.

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს თედო შუშიაშვილთან თბილისში ბოლშევიკების საომარი მასალა და ტექნიკური ხელსაწყოები ინახებოდა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სავაჭრო სახლის ძმ. სეილანოვების რეკტიფიკაციის ქარხანა, კონიაკის და ლიქიორების, დავით იაგორის ძე კალანდაძის საკუთრებაში გადავიდა და მალე ნაწარმი საკუთარი ფირმით გამოვა.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის 29 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ შრომის სამინისტრომ არამიანცს წინადადება მისცა, გაეთავისუფლებინა შენობა, რომელიც მინიონს ეკავა. არამიანცის შუამდგომლობა ჩამორთმეული სახლიდან (რუსთაველის ქ.N17) კინემატოგრაფისთვის დაეთმოთ შენობა, უარყვეს, რადგან ქალაქის საბჭოს ცნობით, მას თბილისში სხვაგანაც ჰქონდა მამულები.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წლის ნიკანდრი ზაქარიას ძე არველაძის პირადი საქმის მიხედვით, ქვიტირის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგ ნიკანდრო ზაქარიას ძე არველაძეს და მის მეუღლეს არც თავისი ქონება და არც მშობლების მემკვიდრეობა არ ჰქონდათ.

1899

ტიპი: მფლობელობა

1899 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისა და წევრთა საერთო კრების სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილს ჰქონდა ფოტო-სახელოსნო ხარაზოვის სახლში, ერევნის მოედანზე.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879 წლის ნოემბრიდან კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკიმ თავისი ქარხანა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სკოლის ავეჯის დასამზადებლად დაუთმო.

1901

ტიპი: მფლობელობა

1901 წლის 27 იანვარს დიმიტრი ნაკაშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ანდერძით ათას ათი თუმანი გადასცა. ამ თანხიდან გურიანთის სასოფლო სკოლისთვის ყოველთვიური გადასახადი უნდა გადაეცათ.

1884

ტიპი: მფლობელობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ანასტასია თუმანიშვილმა, ხელთუბნელმა მემამულემ, საზოგადოებას სკოლის გასახსნელად უსასყიდლოდ დაუთმო სახლი.

1910

ტიპი: მფლობელობა

1910 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში.

1891

ტიპი: მფლობელობა

1891 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს  ქუთაისის სამღვდელოებამ გადასცა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ზედაზნის მონასტრის წინამძღოლმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ოლღა გურამიშვილისა და ილია ჭავჭავაძის მამულებიდან მონასტრისთვის მიწის მიყიდვა სთხოვა.

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წლის 10 სექტემბერს თბილისის სათავადაზნაურო ბანკმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის სახლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შეტყობინება სთხოვა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს პეტრე მიხეილის ძე დგებუაძეს სენაკში ჰქონდა წიგნის მაღაზია „სინათლე“.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წელს ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძეს ილია ჭავჭავაძის სახლის ძველი ოთახები თვეში 15 მანეთად გადაეცა, იმ პირობით, რომ მთელ სახლს მოუვლიდა. თუ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა სახლს გაყიდდა, მუზეუმად გადააკეთებდა ან სხვა საჭიროებისთვის გამოიყენებდა, ქავთარაძე ვალდებული იყო, სახლი დაეტოვებინა. ასევე, მას დაევალა რემონტი, რომლის ხარჯიც არაუმეტეს 100 მანეთისა იყო, რაც ქირაში ჩაეთვლებოდა.

1911

ტიპი: მფლობელობა

1911 წლის 19 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით მუზეუმის ასაშენებლად ვერაზე, ფიქრის გორაზე, 60000 მანეთად 4656. 75 საჟენი მიწა შეიძინა.

1879

ტიპი: მფლობელობა

1879-1886 წლები ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმების მიხედვით, ალექსანდრე მიხეილის ძე ყაზბეგი ფლობდა უძველეს ხელნაწერ „სახარებას".