გიორგი ილიას ძე მუსხელიშვილი

რკინიგზის მოხელე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოსა და ალექსანდროპოლის განყოფილებათა წევრი

1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიშის მიხედვით, ნესტორ მაისურაძეს, ლევან მურვანიშვილსა და გიორგი მუსხელიშვილს საწევრო არ ჰქონდათ გადახდილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 21329 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/21329]; წვდომის თარიღი: 2020-07-10

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.