სერგი რომანოზის ძე გორგაძე

მეცნიერი, პედაგოგი, პუბლიცისტი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მდივანი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი

1914 წლის 22 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სერგო გორგაძის თხოვნა საზოგადოების წიგნების გამოყენების უფლების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1914-1914
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. პირი 8937 [https://society.iliauni.edu.ge/persons/article/8937]; წვდომის თარიღი: 2020-07-03

ქსელი მუშაობს სატესტო რეჟიმში.