1920 წლის 28 სექტემბრის „ერთობაში“ დაიბეჭდა წერილი ხონის რაიონის გამომძიებელ გერასიმე ხაჟომიას პროფესიულ არაკეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. საქმით დაინტერესებულმა პირებმა საჩივარიც გაუგზავნეს დამფუძნებელი კრების წევრ ვლასა მგელაძეს, მაგრამ ხაჟომია ისევ თავის ადგილს იკავებდა. ისინი იუსტიციის მინისტრს საკითხის გამოკვლევას სთხოვდნენ.

წყარო: ერთობა, 1920 | 28 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10008 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10008]; წვდომის თარიღი: 2020-01-22