ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები31778

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სასახლის დასაარსებლად საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაეცა აკაკი ხოშტარიას სახლი ინვენტარიანად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1 ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე სვანიძე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობის კრებაზე სიტყვით გამოვიდა ისიდორე რამიშვილი, რომელიც შეეხო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ საქართველოს ახალგაზრდა დამოუკიდებელ რესპუბლიკას. კრებაზე ყრილობის შემდეგ თარიღად დაადგინეს 15 ივნისი, სადაც განხილავდნენ შესაძლებელი იყო თუ არა ოსების დამოუკიდებლობა საქართველოს ტერიტორიის საზღვრებში. 

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის სექტემბრის დამლევს ილარიონ გიორგაძე დაატუსაღეს. ნოე ხომერიკმა ნოე ჟორდანიას საზღვარგარეთ მისწერა ამის შესახებ და დასძინა, რომ გიორგაძე ჩეკაში საშინლად აწამეს. ილარიონ გიორგაძე ჩეკადან ცოცხალი და ჯანმრთელი გამოვიდა, რითაც გამოააშკარავა ხომერიკის ყალბი ინფორმაცია და საბოლოოდ აქცია ზურგი მენშევიკებს.

1923

ტიპი: ორგანიზაცია

1923 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა საბჭოთა ყრილობამ კომფრაქციის სახელით კენჭი უყარა ივანოვ-კავკასიელის მიერ წარმოდგენილ პრეზიდიუმის კანდიდატთა სიას. პრეზიდიუმში აირჩიეს 29 ამხანაგი: მიხა ცხაკაია (თავმჯდომარე), ორჯონიკიძე, მამია ორახელაშვილი, ფილიპე მახარაძე, ელიავა, გეგეჭკორი, ვანო სტურუა, ქართველიშვილი, კახიანი, ლომინაძე, სუხიშვილი, ლაკობა, ხიმშიაშვილი, ჯატიევი, მამულია, დოლიძე, ლორთქიფანიძე, პარმენ წულუკიძე, ქურდაძე, შაბანოვი, იუსუფ ბერიძე, თენგიზ ჟღენტი, ფარნიევი, გედევანიშვილი, დავითიანი, პაპიაშვილი, მელაძე და ჭეიშვილი.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს პუშკინის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში შეიქმნა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ფილიპე მახარაძე, მდივანი კი – ტიციან ტაბიძე.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 15 თებერვალს თბილისში, ალექსანდრეს ქუჩაზე (სახლი N41), საგანგებო კომისიის აგენტებმა ბანდიტების ხელმძღვანელი და მენშევიკური ცკ-ის წევრი გოგიტა ფაღავა შეიპყრეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიკაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი იპოვეს.

1949

ტიპი: ავტორობა

1949 წლის შემოდგომიდან წლის ბოლომდე ქრისტინე შარაშიძე გიორგი ჯაბადარისა და გიორგი თუმანიშვილის სრული არქივების მოწესრიგებაზე მუშაობდა.

1937

ტიპი: თანამდებობა

1937 წელს ბიქტორ გიორგის ძე წულუკიძე სსრ ფინანსთა სახალხო კომისრის მოადგილედ დაინიშნა. განცხადებას სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ − ფ. მახარაძემ და მისმა მოადგილემ − თენგიზ ჟღენტმა მოაწერეს ხელი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წელს გარდაიცვალა ხელოვნების კულტურული კომიტეტის თავმჯდომარე კოტე მაყაშვილი.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წელს შალვა ელიავა გზათა სახალხო კომისარიატისა და სამხედრო საზღვაო სახ. კომისარიატის რწმუნებულად დაინიშნა, ბრძანებას ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარემ, მამია ორახელაშვილმა და მისმა მოადგილეებმა – მირზა დაუდ გუსეინოვმა და სარქის ლუკაშინმა მოაწერეს ხელი.

1927

ტიპი: გარდაცვალება

1927 წლის 22 მარტს, 8 საათსა და 10 წუთზე გარდაიცვალა დამსახურებული პროფესორი, პეტრე მელიქიშვილი.

1935

ტიპი: გარდაცვალება

1935 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა საკ. კ.პ.(ბ) ა.-კ. სამხარეო კომიტეტის ბიუროს წევრობის კანდიდატი, სსრ კავშირის ცაკ-ის წევრი, ა.-კ. ს.ფ.ს. რესპუბლიკის ცაკ-ის პრეზიდიუმის წევრი, თბილისის მუშათა, გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე სიმონ პილატეს ძე ჯუღელი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და მახარაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კოტე გვარამაძის თხოვნა წიგნების ნისიად მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 2 000 მანეთის წიგნები ნისიად გაეგზავნა.

1935

ტიპი: თანამდებობა

ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, 1935 წელს ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გ. ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), ი. ნიკოლაძე, დ. კაკაბაძე, შ. ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზანად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების მოგროვებას.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: სპირიდონ თოდრია, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, რაჟდენ დუმბაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის 23 ივნისს ლ. ბერიამ ტფილისის პარტიული აქტივის კრებაზე საკავშირო კომუნისტური პარტიის (ბ) ცკ-ის ივნისის პლენუმის შედეგები შეაფასა და სხვა საკითხებთან ერთად აბელ ენუქიძის პოლიტიკური გახრწნის შესახებ ისაუბრა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შესწორებული „დედა ენის“ I და II ნაწილი განსახილველად სამეცნიერო საბჭოსთვის წარედგენათ.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის ივნისში ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლების ყრილობაზე ისიდორე რამიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები კონტრრევოლუციონერებს არ გაჰყვებოდნენ და მხარს დაუჭერდნენ ახალგაზრდა საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლებმა მაღაზიის ბინის მათთვის გადაცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ღია დარჩენილიყო.