ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41634

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დასრულდა ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობა, რომელსაც 70 დელეგატი დაესწრო, მათ შორის ჩრდილო კავკასიის ერთა საბჭოებისა და კავკასიის ორგანიზაციათა ს-დ მენშევიკთა და ბოლშევიკთა წარმომადგენლები: ისიდორე რამიშვილი და ფილიპე მახარაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ირაკლი ბერძნიშვილი ინსპექტორად მსახურობდა რეალურ სასწავლებელში, სადაც სომხები და თათრები სწავლობდნენ. ნაციონალიზაციის გამო მისი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი დააპატიმრეს სოფელ მატანში.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი 1897 წელს თბილისის გუბერნიის ახმეტის მაზრის სოფელ მატანში დაიბადა.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მატანში მასწავლებელი იყო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებულ არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილს ჰყავდა მეუღლე ეთერ ხოხობაშვილი, 25 წლის, დიასახლისი.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია 1924 წლის 18 მარტს 28 წლის დააპატიმრეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

ივანე პეტრეს ძე ხოშტარია დაიბადა 1899 წელს სენაკის რაიონში. პროფესიით პედაგოგი იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

სომეხ-ქართველთა კონფერენციაზე ნეიტრალური ზონის საკითხთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებად დაინიშნენ: შინაგან საქმეთა და სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კ. საბახტარიშვილი და დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ მდივანი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში სახალხო გვარდიის წარმომადგენელთა I ყრილობაზე გადაწყდა, რომ გვარდიელთა სამკერდე ნიშნის მხატვრისა და პროექტის ავტორ იაკობ ნიკოლაძისთვის 2000 მანეთი გადაეცათ.

1919

ტიპი: თანამდებობა

განათლების სამინისტროს დადგენილებით კუკიის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელის გამგედ დაინიშნა კონჩევსკაია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 23 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მომავალი წლის 1-ელი იანვრიდან ქალაქის თვითმმართველობის სრული ნაციონალიზაცია გადაწყდა. მათთვის, ვინც სამსახურში დარჩებოდა, ქართული ენის კურსები გაიხსნებოდა. პროგრამის შედგენა გამგეობის წევრ გიორგი კონიაშვილს დაევალა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე ბესარიონის ძე რამიშვილის განკარგულებით, აჭარის დელეგაციის ამერიკის ახლო აღმოსავლეთთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარესთან, უილიამ ჰასკელთან მოლაპარაკების ოქმის გაჟონვის გამო გაზეთი „ვოზროჟდენიე“დახურეს.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილი დააკავეს 1923 წლის 30 მაისს თბილისში, თავის ბინაში.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილების შემოსავალი ჯამში 13398.92 მანეთს შეადგენდა. აქედან გასული წლის ნაშთი 2718.12 მანეთი იყო, საწევრო გადასახადით მიღებული თანხა — 529 მანეთი, სასკოლო ფონდის შემოწირულობა — 1134.05 მანეთი, დამატებითი მოგება კი — 231.45 მანეთი იყო.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილმა დაამთავრა 4 კურსი.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 30 მაისს დაკავებულ გაბრიელ დიმიტრის ძე ცისკარიშვილს ჰყავდა: დედა, მარია – 49 წლის, მცხოვრები სოფელ ალვანში; და, ანა – 28 წლის, დიასახლისი; ძმები: ლევანი – 26 წლის, სტუდენტი; ვასილი – 24 წლის, სტუდენტი; პეტრე – 20 წლის, სტუდენტი; გიორგი – 12 წლის, მოწაფე.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

ეროვნული საბჭოს უკანასკნელ სხდომაზე ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ უნდობლობა გამოუცხადა ნოე რამიშვილის კაბინეტს, რასაც უნდა მოჰყოლოდა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი ჟურულის გადადგომა თანამდებობიდან. მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ფინანსთა მინისტრმა პარტიიდან გამოსვლა და მთავრობაში დარჩენა არჩია. ამგვარად, ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას თავისი წარმომადგენელი აღარ ჰყავდა მთავრობაში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში სამინისტროს ლაბორატორიის მიმღებ კომისიაში სახელმწიფო უნივერსიტეტმა თავის წარმომადგენლებად დანიშნა ქიმიის კათედრის ასისტენტები ა. ციციშვილი და თამარ ბებურიშვილი, რომელთაც უხელმძღვანელებდა პროფესორი პეტრე მელიქიშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის სექტემბერში თბილისის ებრაელთა ნაციონალური საბჭოს სიონისტთა ფრაქციამ აღძრა საკითხი, სახელმწიფო და საზოგადო დაწესებულებებში მომსახურე ებრაელებისათვის ახალი წლის დღესასწაულთან (როშ-ჰაშანა) დაკავშირებით უქმედ გამოცხადებულიყო 25-26 სექტემბერი და 4 ოქტომბერი. ებრაელთა ნაციონალური საბჭოს პრეზიდიუმმა ამ თხოვნით მიმართა ქალაქისთავს, თვითმმართველობას და რესპუბლიკის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 30 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, თბილისის თვითმმართველობის სხდომაზე სანიტარულმა ინსპექტორმა კაპიტონ მეუნარგიამ ქალაქში პარტახტიანი სახადის (ტიფი) და ქოლერას გავრცელებაზე ისაუბრა. პარტახტიანი სახადი ქალაქში პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებულმა ჯარის ჯგუფებმა შემოიტანეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში მიწათმოქმედების სამინისტრომ ბორჯომის წყლის კონტრაგენტ დავით ქებაძის საშუალებით სტამბოლში ბორჯომის წყალი გაგზავნა. წყალი ქართულ ფულზე უნდა გაყიდულიყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში სახელმწიფო თეატრში ქართველ მსახიობთა საპროფესიო კავშირმა სპექტაკლები გამართა მსახიობ ნინო ჩხეიძის მონაწილეობით. წარმოადგინეს ნიკოლოზ შიუკაშვილის ორიგინალური პიესა „სულელი", რომელიც 12-ჯერ იყო დადგმული ქუთაისის თეატრის სცენაზე.