რეგისტრირებული ფაქტები50483
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში გენერალი სტეფანე ახმეტელაშვილი ამავე რაზმის უფროსის, პოლკოვნიკ ქარცივაძის თანხლებით სიღნაღის რაზმის დასათვალიერებლად გაემგზავრა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს გენერალ ახმეტელაშვილის სიღნაღში ყოფნის პერიოდში მისი მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა მისი თანაშემწე პოლკოვნიკი კავკასიძე.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ბრიტანეთის მთავარ კომისრად დანიშნული ოლივერ უორდროპი ბათუმში ჩავიდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის სექტემბერში დ. კალანდარიშვილი თბილისის სასახლის მეთვალყურედ დაინიშნა.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 7 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, გზათა მინისტრ ნოე გიორგის ძე ხომერიკის განკარგულების მიხედვით, მთელი ქონება, გარდა იმისა, რაც მთავრობის სხვადასხვა დაწესებულებას სჭირდებოდა, 23 აგვისტოს ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად, სატრანსპორტო საზოგადოებისთვის უნდა გადაეცათ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს სტეფანე ახმეტელს თბილისის დაცვა დაავალეს. მის განკარგულებაში იყო თბილისში მყოფი მთელი შეიარაღებული ძალები – წითელი არმია და რეგულარული ჯარი.
1921
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა გაზეთის საკუთარი კორესპონდენტის წერილი „საქართველოს საკითხი გენუაში“ სვანეთის აჯანყებისა და, საზოგადოდ, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ჯერ კიდევ პარიზიდან მიმართა დეპეშით კონფერენციის თავმჯდომარეს და ყველა დელეგაციის მეთაურს, შეეჩერებინათ სისხლისღვრა სვანეთში და რეპრესიები დანარჩენ საქართველოში.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში ქუთაისის სახალხო გვარდიის ბინაში გაიმართა ქუთაისის ოლქის გვარდიელების ყრილობა, რომელსაც მთავარი შტაბის თავმჯდომარე ვალიკო ჯუღელიც დაესწრო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ნიკოლოზ ჭუმბურიძე ქუთაისში გამართულ გვარდიელების ყრილობის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1919
ტიპი: განათლება
1919 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშავა სია იმ სტუდენტებისა, რომლებიც სპეციალური უმაღლესი განათლების მისაღებად ევროპაში უნდა გაეგზავნათ. სულ წარდგენილი იყო 121 თხოვნა, საიდანაც შეირჩა 19 სტუდენტი: ეპიფანე ალშიფანია, გიორგი ბაქრაძე (ელექტრობა), ვალერიან ახვლედიანი, გიორგი ედიბერიძე, ივანე ლაზარაშვილი (სამთო მრეწველობა), დავით ბერიკაშვილი, ნიკოლოზ ცაგურია (მეტალურგია), დ. გოგიჩაიშვილი, ზურაბ ელიავა (ეკონომიკა), კონსტანტინე კობახიძე (ფინანსები), ნიკოლოზ მესხი (ელექტრომექანიკა), ალექსანდრე ნაზაროშვილი (ელექტროტექნიკა), ლიდია პაპასკირი, მიხეილ ცეკვაშვილი (ეკონომიკა), სპირიდონ ჩომახიძე (საქონელთმცოდნეობა), ივანე ჩხენკელი (ტექნოლოგია), გრიგოლ კახაძე, გაბრიელ ქიქოძე და მირონ წულეისკირი. მათგან მხოლოდ სამი იყო საშუალო განათლებით, დანარჩენები დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვნენ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის სექტემბერში მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად თბილისში ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე მემედ-ბეგ აბაშიძე და წარმომადგენლები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 10 სექტემბერს ქართულ კლუბში აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის, ნასიბ-ბეკ უსუბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს დაესწრნენ აზერბაიჯანის მთავრობის წევრები, აჭარის წარმომადგენლები (მემედ ბეგ აბაშიძე, ჯამალ ბეგ ხიმშიაშვილი) და სხვ. სტუმრებს საქართველოს მთავრობის წევრები და თავმჯდომარე ნოე ჟორდანია შეხვდნენ.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 10 სექტემბერს გამართულ დარბაზობაზე დიმიტრი აბხაზი აზერბაიჯანულად მიესალმა იუსუმბეკოვს და აღნიშნა, რომ მან ხელი შეუწყო აჭარის საკითხის კეთილად დაგვირგვინებას. საპასუხოდ მემედ იბრაჰიმის ძე აბაშიძემ და ჯემალ ხიმშიაშვილმა საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას მზრუნველობის გამო მადლობა გადაუხადეს.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 13 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საზეიმო მიღებაზე ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლემენტო ფრაქციის ხელმძღვანელმა გიორგი ბეჟანის ძე გვაზავამ აღნიშნა, რომ მეცნიერების გავლენით თანდათან ირღვევა სარწმუნოებრივი მირაჟი, რომელიც საზოგადოებას ორ ნაწილად ყოფდა.
1923
ტიპი: ნასამართლეობა
1923 წლის 20 ნოემბერს ვასილ გიორგის ძე კაპანაძე დააკავეს. მას დაკავებისას ჩამოართვეს რევოლვერი N26, საფულე და ორი სხვა ნივთი.
1923
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1923 წლის 20 ნოემბერს დაკავებულ ვასილ გიორგის ძე კაპანაძეს ჰყავდა: მამა, გიორგი – 54 წლის; დედა, ანასტასია – 50 წლის, დიასახლისი; და, ბარბარა – 22 წლის; ძმები: ნიკოლაი – 23 წლის; დავითი – 25 წლის, მცხოვრებნი თბილისში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 3 თებერვალს დაპატიმრებული დავით გიორგის ძე ჯორჯაძის საქმის წარმოება 18 თებერვალს დასრულდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ეკატერინე ივანეს ასული მიქაძე, ივანე თევდორეს ძე სტურუა, დომენტი ბესარიონის ძე შანიძე, დაფინო ივანეს ასული ზამთარაძე, ნინა ვასილის ასული ფრანგიშვილი, ლუკა კონსტანტინეს ძე დავითაია, მიხეილ კონსტანტინეს ძე პატარიძე.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 3 თებერვალს დააკავეს დავით გიორგის ძე ჯორჯაძე. მას ბრალად ედებოდა ქაქუცა ჩოლოყაშვილისათვის აჯანყებაში დახმარება.