ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51810

1905

ტიპი: ორგანიზაცია

1905 წლიდან თევდორე იოსების ძე ასათიანი სოციალ-დემოკრატი, მენშევიკი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 8 აპრილს ქუთაისში დააპატიმრეს 38 წლის თევდორე იოსების ძე ასათიანი, რომელიც იმ დროს მესხეთის ქუჩაზე, იოსელიანის სახლში (ბინა მელიტონ გეგელავას ეკუთვნოდა), ცხოვრობდა.

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის აჯანყების მონაწილე თევდორე იოსების ძე ასათიანის საქმეში (N24 301) დევს წერილი მეგობრისადმი, რომელშიც ის შიმშილობაზე წერს.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

თევდორე (ილო) იოსების ძე ასათიანი მენშევიკების დროს ქუთაისის გვარდიის შტაბის წევრი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

თევდორე იოსების ძე ასათიანი პირველად დაკითხეს 11 აპრილს. მან კითხვებს არ უპასუხა და არც არაფერი აღიარა. შემდეგი დაკითხვა მოუწყვეს 1924 წლის 17 აპრილს. დაკითხვის ოქმის მიხედვით, ასათიანის ერთ-ერთი მეტსახელი იყო „ილო“, ამ სახელზე იღებდა ხოლმე წერილებს ცოლისა და რძლისაგან. მისი მეგობარი, რომელსაც სწერდა ხოლმე წერილებს, იყო არალეგალურად მომუშავე პირი მეტსახელად „მათე“, დაპატიმრებული 1922 წელს და 1923 წელს გადასახლებული რუსეთში, მანამდე კი კაზანში. მეგობრის ადგილსამყოფელი ასათიანმა იმჟამად არ იცოდა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აგვისტოში შინაგან საქმეთა მინისტრს, ნოე რამიშვილს 21 ივლისის დადგენილების სისრულეში მოყვანა და 2 472 ფუთი ფქვილის სამხედრო გზათა უწყებისთვის გადაცემა დაევალა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 8 აპრილს დაკავებულ თევდორე იოსების ძე ასათიანს ჰყავდა: მეუღლე, სონია – 28 წლის, დიასახლისი; შვილი, ნათელა – 2 წლის; კუკუნია – 11 თვის.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორი სიო ჭანტურიშვილი ოზურგეთის ერობაში არჩევის გამო საკუთარი თხოვნით სამსახურიდან გაათავისუფლეს.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 22 თებერვალს დაკავებული სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტის პირადი საქმის მიხედვით, მან ოზურგეთის სამოქალაქო სასწავლებლის 3 კლასი დაამთავრა.

1924

ტიპი: სტატუსი

პირადი საქმის მიხედვით, თევდორე იოსების ძე ასათიანი სოციალური წარმოშობით იყო აზნაური.

1922

ტიპი: განათლება

1922 წელს დაკავებული გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა.

1924

ტიპი: სტატუსი

1924 წელს ჩეკას ცნობით სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი წარმოშობით იყო გლეხი, სოციალური სტატუსით – მიწის მუშა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901-დან 1905 წლამდე სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, 1906 წლიდან კი – უპარტიო.

1914

ტიპი: ნასამართლეობა

1914-1919 წლებში სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი რევოლუციონერობის გამო ციმბირში იყო გადასახლებული.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 22 თებერვალს (სხვა საქმის მიხედვით − 14 თებერვალს) სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი სოფელ მელექედურში, საკუთარ ოჯახში, დააპატიმრეს. მას ბრალად ედებოდა არალეგალური მუშაობა.

1913

ტიპი: ორგანიზაცია

1913 წელს მიხეილ ალექსანდრეს ძე ამონაშვილი, რომან მიხეილის ძე კურდღელაშვილი, იოსებ ქიტესას ძე მარკოზაშვილი, იაგორ კირილეს ძე დათუნაშვილი და მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრები იყვნენ.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წლის 29 დეკემბერს ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე დააპატიმრეს თბილისში, ი. დაჩინსკის ქუჩის N106-ში. მას ბრალად ედებოდა ახალგაზრდა მარქსისტთა ჯგუფში არალეგალური მუშაობა.

1921

ტიპი: ორგანიზაცია

1921 წლიდან ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იყო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლის აპრილში რაჭის მაზრის სოფელ ბაჯში დაიბადა ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე .

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წლის 29 დეკემბერს დაკავებულ ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძეს ჰყავდა მშობლები: მამა, გალაქტიონი – 49 წლის, ოქრომჭედელი; დედა, მელანია – 47 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრებნი თბილისში, დაჩინსკის ქუჩა N106-ში.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე სწავლობდა ბაქოში.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წლის ოქტომბრიდან მარტამდე ამბროსი გალაქტიონის ძე ჭელიძე მეტალების ქუჩა N3-ში მდებარე მთავარი სამმართველოს სახელოსნოში მსახურობდა. 1922-1923 წლებში იგი თეატრ „ნაძალადევის“ სუფლიორი იყო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 12 იანვარს გიორგი ივანეს ძე ქურხული დააპატიმრეს თბილისის პოლიციაში ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და ჩეკას წევრის, მენშევიკ დავით ეფრემის ძე ონიაშვილს შეფარებისთვის.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი სოლომონის ძე მხეიძე დაიბადა 1898 წელს ქუთაისის გუბერნიაში, სენაკში, ბელინსკის ქ. N59-ში.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 17 აგვისტოს დაკავებულ გიორგი სოლომონის ძე მხეიძეს ჰყავდა: დედა, ბაბილინა – 48 წლის, დიასახლისი; ძმები: უფროსი – 25 წლის, სტუდენტი; ანდრია – 18 წლის, უმუშევარი; და - ანიჩკა, 17 წლის, მცხოვრებნი სენაკში.