ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები39593

ფილტრი:
ფაქტის ტიპი ღონისძიება

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ მარტს, 5 საათზე, აკაკი ხოშტარიას სახლში (სერგიევის ქ.) გამართულ ხელოვანთა კრებაზე პაოლო იაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტს სურდა, ხელოვანთა სასახლის დასაარსებლად საქართველოს მწერალთა კავშირისათვის გადაეცა აკაკი ხოშტარიას სახლი ინვენტარიანად.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის 1-ელ ნოემბერს საქართველოში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც მიიღეს ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, სიმონ ჯუღელმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში გამართულ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენლის, აბელ ენუქიძის თავმჯდომარეობით გამართულ კრებას დაესწრნენ რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი ალექსანდრე სვანიძე, საქართველოს დემოკრატიული მთავრობის რწმუნებული გრიგოლ ლორთქიფანიძე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის რწმუნებული მამია ორახელაშვილი.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ისიდორე რამიშვილი ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა და იმედი გამოთქვა, რომ ოსები მხარს დაუჭერდნენ საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკას.

1885

ტიპი: ღონისძიება

1885 წლის 22 თებერვლის „დროების“ ცნობით, მარიამ საფაროვ-აბაშიძის, ელენე ანდრონიკაშვილისა და გ. ს. ალექსეევ-მესხიევის ინიციატივით 23 თებერვალს მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო უნდა გამართულიყო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 თებერვალს თბილისში, სამოვოლნი ქუჩის ბოლოს, მიქაელიანცის სახლში, საგანგებო კომისიამ აღმოაჩინა მენშევიკების არალეგალური სტამბა, სადაც იპოვეს მენშევიკების არალეგალური კონფერენციის ანგარიში, ნოე ხომერიკის, სეით დევდარიანისა და გოგიტა ფაღავას ხელნაწერები და სამი ფუთი შრიფტი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის პირველ მაისს თბილისში ჩატარებულ აღლუმზე სიტყვით გამოვიდნენ კავკასიის წითელდროშოვანი არმიის სარდალი მიხეილ ლევანდოვსკი, მუსამბეკოვი და ფილიპე მახარაძე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს კოტე გვარამაძის თხოვნა წიგნების ნისიად მიღების შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, მისთვის 2 000 მანეთის წიგნები ნისიად გაეგზავნა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში, გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: სპირიდონ თოდრია, ივანე ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, გრიგოლ რცხილაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ილია ზურაბიშვილი, ალექსანდრე ახმეტელი, რაჟდენ დუმბაძე, იაკობ ნიკოლაძე, კონსტანტინე მარჯანიშვილი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 30 აგვისტოს თბილისში, ხელოვნების სახლში გამართულ მწერალთა კავშირისა და ხელოვნების კომიტეტის პრეზიდიუმების გაერთიანებულ სხდომაზე აირჩიეს კოტე მაყაშვილის დამკრძალავი კომიტეტის წევრები: ვ. რუხაძე, ს. აბაშელი, ტ. ტაბიძე, პ. ინგოროყვა , პ. იაშვილი, დ.შენგელაია, კ. ლორთქიფანიძე, ვ. კოტეტიშვილი, ნ. მიწიშვილი, ს. თავაძე, ვ. ბარნოვი.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის ივნისში საკავშირო კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ენუქიძე, ქემოკლიძე, ლასხიშვილი და ავალიანი დანაშაულებრივ ქმედებებში ამხილა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, შესწორებული „დედა ენის“ I და II ნაწილები განსახილველად სამეცნიერო საბჭოსთვის წარედგენათ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 25 ივნისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის თანამშრომლებმა მაღაზიის ბინის მათთვის გადაცემის საკითხი დასვეს. გამგეობამ დაადგინა, ეს საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ღია დარჩენილიყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფოთის სავაჟო გიმნაზია, რომლის მასწავლებელიც იყო გიორგი მინას ძე აბაშიძე, 20 000 მანეთად ჰქონდათ დაგირავებული.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 19 მარტს სვიმონ კვიტაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური გადასახადის 20 პროცენტიდან 1 000 მანეთი საზოგადოების სკოლის მშენებლობას მოახმარა.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის შემოდგომაზე ქართველმა მწერლებმა – პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, გალაკტიონ ტაბიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ – ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელს გააცნეს ახალი შრომები, რომლებსაც ისინი რევოლუციის 18 წლისთავისთვის ამზადებდნენ და გეგმების შესახებაც ისაუბრეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 2 თებერვალს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე და პარმენ კახიანი.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე მარიამ ორახელაშვილის თავმჯდომარეობით ხევსურეთში ახალი სკოლებისა და სამკურნალოების ასაგებად მთავრობის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწვია სპეციალური სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსი ყამარაული, სუჯიაშვილი, ივანე ფრანგულიანი, გ. თედორაძე და ს. ფანცხავა. ორახელაშვილმა წაიკითხა მოხსენება სკოლებისა და სამკურნლო დაწესებულებების გახსნის შესახებ. ა. კალაშნიკოვს პროექტის მომზადება და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ეწვია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს, მერე მოხსნება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1926

ტიპი: ღონისძიება

1926 წლის პირველ ნოემბერს კავკასიაში ჩამოვიდა იტალიის სამხედრო ატაშე, გენერალური შტაბის პოლკოვნიკი ბერჯელი, რომელიც ამიერკავკასიის სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, გუსეინოვმა და საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯუღელმა მიიღეს.

1934

ტიპი: ღონისძიება

1934 წლის მარტში დაიხურა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სესია, რომელსაც ესწრებოდნენ თენგიზ ჟღენტი, ფილიპე მახარაძე და გერმანე მგალობლიშვილი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს არალეგალური მენშევიკური ორგანიზაციის წევრებმა პავლე გაჩეჩილაძემ და დიმიტრი კოჭლაძემ არალეგალური ტიპოგრაფია მოაწყვეს დავით ბორისოვის ბინაზე (თამარის ქ. N39-ში), სადაც ადრე ივანე რატიშვილი ცხოვრობდა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს პავლე გაჩეჩილაძისა და დიმიტრი კოჭლაძის დაპატიმრების შემდეგ მენშევიკების არალეგალური სტამბა გადაიტანეს მიკაელიანცის სახლში, სადაც 3 კვირის განმავლობაში დაშლილს ინახავდნენ. სექტემბერში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრის, ვასილ კაპანაძის წინადადებით და ბეჟან დოლიძის დახმარებით ტიპოგრაფია დიდუბეში, მებაღე ანდრია ყოჩიშვილის ბინაში, მოაწყვეს. ბოლოს კი ისევ მიკაელიანცის სახლში მიიტანეს. 24 დეკემბერს სტამბა ჩეკისტებმა აღმოაჩინეს. მიკაელიანცის გარდა დანაშაული ყველამ აღიარა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის იანვარში ნიკოლოზ კვერნაძის დაპატიმრების გადაწყვეტილება საქართველოს ჩეკას N1 საიდუმლო განყოფილების რწმუნებულის თანაშემწემ, ბესარიონ მელიქაძემ მიიღო.