ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 809

ფაქტი 809

1918 წლის 1-ელი ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე სახალხო გვარდიის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა სოხუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მოხსენება წაიკითხა. მისი თქმით, ქართულ მხარეს და იმ ბოლშევიკებს შორის, რომლებიც აფხაზეთიდან ცდილობდნენ ამიერკავკასიაში შემოსვლას, მოხდა შეტაკება და ქართულმა მხარემ მოწინააღმდეგე დაამარცხა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 809; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .