ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51617

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 1-ლ იანვარს საწევრო თანხა, თითო მანეთი გადაიხადეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების შემდეგმა ნამდვილმა წევრებმა: დავით აბრამის ძე ფრენკელმა, გიორგი ლევანის ძე ქავთარაძემ, ნინო ისმაილის ასულმა ქაჯაიამ, სილოვან ანტონის ძე ქუთათელაძემ, არტემ გიორგის ძე ღვამბერიძემ, კონსტანტინე ბეჟანის ძე ყურაშვილმა, რაფაელ ლუარსაბის ძე შარაშენიძემ, გიგო სიმონის ძე შარაშიძემ, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე შონიამ, ესტატე ბესარიონის ძე შუშანიამ და ერმილე პეტრეს ძე ჩეჩელაშვილმა.

1922

ტიპი: ორგანიზაცია

1922 წელს კუხალეიშვილი სოლომონ ჟორჟოლიანთან მივიდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზაციაში გაწევრიანების თხოვნით. ჟორჟოლიანმა იგი უარით გაისტუმრა.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 25 მაისს დაკავებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მას ჰყავდა მშობლები: მიწის მუშა მამა და დიასახლისი დედა, ცხოვრობდნენ დიდ ჯიხაიშში; მეუღლე − მაკრინე მერაბის ასული, 58 (60) წლის, დავრდომილი; შვილები − ევა, 26 წლის, ოჯახში მომუშავე; სონია (ქსენია), 19 წლის; ძმები − ნოე, 25 წლის, მიწის მუშა; გიორგი, მენშევიკი, რომელიც ასევე დაიჭირეს.

1924

ტიპი: განათლება

1924 წლის 25 მაისს დაპატიმრებული სოლომონ ზაალის ძე ჟორჟოლიანის საქმის მიხედვით, მან წერა-კითხვა იცოდა.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 31 ივლისს დაკავებული სოლომონ პეტრეს ძე ბობოკაშვილის დაკითხვის ოქმის მიხედვით, მას ბრალად სდებდნენ მენშევიკობას და მათდამი თანაგრძნობას, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა და ამბობდა, რომ არასდროს მდგარა მათ მხარეს. მეორე ბრალდება ის იყო, რომ ბობოკაშვილი სახლში მალავდა და იფარებდა ნოე ხომერიკს. ბობოკაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე იყო გურული და ხომერიკი მათ ესტუმრა. მისი თქმით, არ იცოდა, ვინ იყო ეს ადამიანი, ხომერიკმა მათთან დაჰყო 4-5 დღე, რის შემდეგაც ბობოკაშვილმა მეუღლეს სთხოვა სტუმარი სახლიდან გაეშვა. მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რომ ხომერიკი იყო. ხომერიკმა ერთხელ მიიყვანა მათთან ვანო ხმალაძეც.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 18 ივნისს გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია არალეგალური მუშაობის ბრალდებით დააპატიმრეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 2 ივლისს დაიწყო დაკავებული გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას საქმის წარმოება.

1924

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1924 წლის 18 ივნისს დაკავებული გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ცხოვრობდა თბილისში, ბელინსკის ქ. N2-ში.

1924

ტიპი: განათლება

1924 წელს დაპატიმრებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას დამთავრებული ჰქონდა 1-ელი ტექნიკუმის 7 კლასი.

1918

ტიპი: ორგანიზაცია

1918-1921 წლებში გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია ნაციონალ-დემოკრატი იყო, შემდეგ – უპარტიო.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს ჩეკაში წარმოებული პირადი საქმის მიხედვით, გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაია იყო სენაკის ნაციონალ-დემოკრატების არალეგალური კომიტეტის თავმჯდომარე, აქტიურად მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმებში ნაციონალ-დემოკრატების პარტიის სასარგებლოდ, გეგმავდა წამოსულიყო სენაკიდან და შეერთებოდა პოლიტბანდას. ამიტომ საქართველოს ჩეკაში გადაწყვიტეს, შურღაია დაეკავებინათ 1924 წლის 27 ივნისს.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წელს დაკავებულ გრიგოლ ალექსანდრეს ძე შურღაიას ჰყავდა: მამა, ალექსანდრე – 50 წლის, ვაჭარი; დედა – 35 წლის, დიასახლისი; და – 20 წლის, მასწავლებელი; ძმები – 5 და 1 წლის.

1925

ტიპი: გარდაცვალება

1925 წლის 27 მარტის საგანგებო კომისიის დადგენილებით, ივანე ქრისტეფორეს ძე ასლამაზაშვილი ანტიპარტიულ მუშაობას ეწეოდა და შეიარაღებულ აჯანყებას ამზადებდა. იგი ვასილ კიკვაძესა და გრიგოლ ურუშაძესთან ერთად დახვრიტეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: მიხეილ ეგნატეს ძე ჩხაიძე, იშახან ჩიჩუა, კოსტა ზაალის ძე ჩიქოვანი, გერასიმე ჩიმაკაძე, ანდრია ოქროპირის ძე ცანავა, მიხეილ ტოტიას ძე ცხომარია, ივანე ზოსიმეს ძე ცეცხლაძე, ნიკო გიგოს ძე ცეცხლაძე, იოსებ ცეკვავა და დათა ცეკვავა.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 10 თებერვალს სოხუმის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა სოხუმის განყოფილების ნამდვილ წევრთა სია: პავლე პეტრეს ძე ჯანაშია, ნიკო ჯღამაია, თომა პავლეს ძე ჯავახიძე, ელენე მაქსიმეს ასული ჯანაშია, კონსტანტინე ჯანჯღავა, ბესარიონ ჯმუხაძე, ალექსანდრე ჯმუხაძე, ლუბა ჯანჯღავა, იესე ჯანჯღავა და პეტრე ჯანჯღავა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ ივნისს გამართულ დამფუძნებელი კრების სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი და დამსწრეებს დენიკინის მხრიდან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. ის საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ამ დაპირისპირებაში საქართველო გაიმარჯვებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვს შიმშილობის პრობლემასთან დაკავშირებით, რომელშიც სწერდა: მზად ვართ ხელი გავუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, ამიტომ გთხოვთ, სასწრაფოდ გასცეთ განკარგულება იმ ვაგონების დროულად დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომლებიც ამჟამად სომხეთშია.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის მაისში გენერალ ილია ზაქარის ძე ოდიშელიძის განკარგულების თანახმად, ყველა ლაშქრის ოფიცერს და ჯარისკაცს სამსახურის გარეთ რაიმე სახის სასროლი იარაღის ტარება აეკრძალათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მაისში კოტე ფოცხვერაშვილის მომღერალთა გუნდმა სახელმწიფო თეატრში კონცერტი გამართა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ შულავერის კომისარ ბ. ოვანიანისგან დეპეშა მიიღო, რომელშიც ის სალამს უძღვნის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკდებლობას და იმედს გამოთქვამს, რომ ამ სადღესასწაულო დღეს პატიმრობიდან გათავისუფლდებოდნენ სომეხ-ქართველთა სამწუხარო კონფლიქტის მსხვერპლი შულავერელები.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს პოდპოლკოვნიკი ისრაფილ იედიგაროვი დაინიშნა ბორჩალოს მაზრის იაილაგათა (კოჩევების) მაზრის გამგედ.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს იონა გიტოს ძე კიზირია შინაგან საქმეთა სამინისტროს კანცელარიის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ნიკოლოზ ჩხეიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დელეგაციას საფრანგეთში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეიძემ ინახულა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან პიშონი და გააცნო მოთხოვნები, რომელთაც საქართველოს დელეგაცია საზავო კონფერენციაზე წარადგენდა. პიშონმა ჩხეიძეს განუცხადა, რომ დაბრკოლება არ არსებობდა და საქართველო ამ მოთხოვნებზე დადებით პასუხს მიიღებდა.

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, საქართველოს მთავრობის 24 მაისის სხდომაზე განიხილეს კონსტანტინე გიორგის ძე ფოცხვერაშვილის ჰიმნის „დიდება“ ეროვნულ ჰიმნად გამოცხადების საკითხი.