ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51810

1919

ტიპი: ავტორობა

1919 წლის სექტემბერში გენერალ-მაიორმა ბიჩიმ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს საპასუხო წერილით მიმართა, რომელშიც აღნიშნა, რომ ის ქართველი ხალხის კეთილის მსურველი და ნოე ჟორდანიას მეგობარია.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 12 სექტემბერს აჭარის დელეგაცია წარუდგა საზავო კონფერენციის საგანგებო უმაღლეს კომისარს, პოლკოვნიკ ჰასკელს და ბრიტანეთის პოლიტიკური მისიის თავმჯდომარეს, უორდროპს. დელეგაციას კარგად შეხვდნენ და ხანგრძლივად ისაუბრეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

ღამით ბოროტმოქმედებმა, როცა სასწრაფო მატარებელს უნდა გამოევლო, ლიანდაგი აყარეს სადგურ ქსნიდან 2 ვერსის მანძილზე. ვაგონი ხევში გადაეშვა, ოცმა ბოროტმოქმედმა დაიწყო მგზავრების ძარცვა. ავარიის შედეგად დაიღუპა მემანქანე, მისი თანაშემწე და კორესპონდენციის კონდუქტორი. მალე მცხეთიდან მოვიდა ჯავშნიანი მატარებელი და დაიწყეს სროლა. აქვე მოვიდნენ გზის მინისტრი და სხვა გვარდიელები. დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინეს.

1919

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წელს ვერის დაღმართზე საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილ №20-ს, რომლითაც რუსთაველისკენ მიდიოდნენ გენერალი ბარათოვი, გენერალ-ლეიტენანტი ილია ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ორი ყუმბარა ესროლეს, რომლებიც გასკდა. ბარათოვი ფეხში, ხოლო ოდიშელიძე სახეზე დაიჭრა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სასტუმრო „ორიენტში“ აჭარის დელეგაციის პატივსაცემად, რომელსაც მეთაურობდა მემედ-ბეგ აბაშიძე, რაუტი გამართა. რაუტს ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ისკანდერ ცივაძე და ნიკო ნიკოლაძე.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ სექტემბერს აჭარის დელეგაციის პატივსაცემად გამართულ დარბაზობაზე სიტყვით გამოვიდნენ ისკანდერ ცივაძე, ნოე რამიშვილი, ნიკოლოზ ნიკოლაძე და ნოე ჟორდანია. თამადობდა ბენია ჩხიკვიშვილი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის სექტემბერში ზუბალაშვილის სახალხო სახლში გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობის გახსნაზე შეიკრიბნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მუშები და სხვ. მათ ჰქონდათ ეროვნული და წითელი დროშები. ყრილობა შტაბის უფროსმა ვალიკო ჯუღელმა გახსნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას 200-მდე ადამიანი დაესწრო. კრება გახსნა თავმჯდომარემ, იასონ ლორთქიფანიძემ, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 4 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება შეუდგა კავშირის გამგეობისა და საბჭოს არჩევნებს. თავმჯდომარედ დაასახელეს ალექსანდრე ჯაბადარი და ნიკოლოზ წვერავა, გამგეობის წევრებად − დათიკო კალანდაძე, ნიკოლოზ გაბაშვილი და სხვ.

1919

ტიპი: თანამდებობა

გვარდიელების წარმომადგენელთა ყრილობაზე აირჩიეს პრეზიდიუმი გრიგოლ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით. მოადგილეებად კი − ნიკოლოზ ჭუმბურიძე და ძამაშვილი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წელს ა. შერლინგი თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიაში მუსიკის თავისუფალი გაკვეთილების მასწავლებლად დანიშნეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წლის 23 აგვისტოს 20 წლის ისიდორე სამსონის ძე ჯაში დააპატიმრეს ნათესავის, გრიგოლ ბერძენიშვილის სახლში, თბილისში, თამარის ქუჩა N15-ში.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917-1919 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში ახალგაზრდა მარქსისტთა ორგანიზაციის წევრი იყო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლის ნოემბერში ისიდორე სამსონის ძე ჯაში დაიბადა ოზურგეთის რაიონის სოფელ ქვენობანში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 6 ივნისის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დასრულდა ამიერკავკასიის ოსთა წარმომადგენლობის ყრილობა, რომელსაც 70 დელეგატი დაესწრო, მათ შორის ჩრდილო კავკასიის ერთა საბჭოებისა და კავკასიის ორგანიზაციათა ს-დ მენშევიკთა და ბოლშევიკთა წარმომადგენლები: ისიდორე რამიშვილი და ფილიპე მახარაძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წელს გიორგი ქართველიშვილმა ავლაბარში მდებარე ბავშვთა თავშესაფარს 3000 მანეთი შესწირა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს ირაკლი ბერძნიშვილი ინსპექტორად მსახურობდა რეალურ სასწავლებელში, სადაც სომხები და თათრები სწავლობდნენ. ნაციონალიზაციის გამო მისი იქ დარჩენა შეუძლებელი იყო.

1924

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, ისიდორე სამსონის ძე ჯაშმა დაასრულა გიმნაზიის 5 კლასი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921-1923 წლებში ისიდორე სამსონის ძე ჯაში სოფელში მიწაზე მუშაობდა.

1924

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1924 წლის 23 აგვისტოს დაკავებულ ისიდორე სამსონის ძე ჯაშს ჰყავდა: დედა, სოფიო – 50 წლის, ოჯახის დიასახლისი, მცხოვრები სოფელ ქვენობანში; ძმა, სერგო – 18 წლის, მოსწავლე; და, მარია – 14 წლის, მოსწავლე.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი დააპატიმრეს სოფელ მატანში.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი 1897 წელს თბილისის გუბერნიის ახმეტის მაზრის სოფ. მატანში დაიბადა.

1923

ტიპი: განათლება

პირადი საქმის მიხედვით, არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილმა დაასრულა თელავის სასულიერო სასწავლებლის 4 კლასი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1921 წლებში არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილი მატანში მასწავლებელი იყო.

1923

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1923 წელს დაკავებულ არჩილ იოსების ძე ხოხობაშვილს ჰყავდა მეუღლე ეთერ ხოხობაშვილი, 25 წლის, დიასახლისი.