1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.

წყარო: კონსტანტინოპოლის პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე ხომერიკის წერილები საქართველოს მთავრობისა და პოლიტიკური კომისიის თავმჯდომარის ნოე რამიშვილისადმი პარიზში | 1921-1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: სტამბოლი, თურქეთი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10350 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10350]; წვდომის თარიღი: 2019-11-18