1918 წლის 6/19 აპრილს ამიერკავკასიის საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი თურქეთის კავკასიის ბრძოლების სარდალს – ვეჰიბ-ფაშას კონფიდენციალურ წერილს სწერს, რომელშიც ახსენებდა ტრაპიზონის მოლაპარაკების დროს დადებულ პირობას, რომელიც გულისხმობდა თურქული ჯარების დარჩენას ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების საზღვრებში. ატყობინებსდა თურქული ჯარის მიერ საზღვრის დარღვევის ფაქტებს არდაგანის მხარეში და იმედოვნებდა, რომ თურქეთის მხარე მიიღებდა ზომებს არსებული მდგომარეობის განსამუხტავად. წერილის სრულ შინაარსს ტელეფონით დოქტორი ღამბაშიძიე აცნობებდა, სასურველი იყო შინაარსს საზღვაო მინისტრი – რაუფ ორბეიც გაცნობოდა. დოკუმენტს ხელს აწერდა საგარეო საქმეთა მინისტრი ა. ჩხენკელი.

წყარო: ამიერკავკასიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის წერილები და სატელეგრაფო პასუხი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვეჰიბ-ფაშასადმი თურქების მიერ დაკავებული ტერიტორიებიდან ჯარის ნაწილების გაყვანის, სისხლის ღვრის შეწყვეტის თაობაზე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ფრანგული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10360 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10360]; წვდომის თარიღი: 2019-06-24