1919 წლის 18 მარტს, მთავარგამგე გ.ნათაძე და საქმის მწარმოებელი ნიკ.აბესაძე, თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს, 28 თებერვლის #317, მათი ქაღალდის დასამატებლად სთხოვენ, მასწავლებელ ა.ალშიბაიას აცნობონ რამდენი წლის ჯამაგირის სათანადო პროცენტი აქვს შეტანილი საპენსიო კარის გასაძლიერებლად. ეს ცნობა საჭიროა ხსენებული მასწავლებლის სამსახურის ჩათვლისთვის.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ანა გიორგის ასულ ალშიბაიას პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10433 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10433]; წვდომის თარიღი: 2020-02-21