1919 წლის 28 მაისს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი სახალხო განათლების მინისტრს თხოვნაში სწერს, რომ ერთადერთი მიზეზი, რამაც აიძულა მისთვის თხოვნით მიემართა არის არა პირადი ინტერესების დაცვა-აღდგენა, არამედ უდიდესი საქმის ნათელის მოფენა-გაშუქება, მთავრობისა და საზოგადოების საყურადღებოდ, რომელსაც ახალგაზრდობის სულიერი აღზრდა ეწოდება და, რომელიც ადგილობრივ ქალთა მე-7 გიმნაზიაში დირექტორსა და მასწავლებლებს უხეშ ხელობად აქვთ გარდაქმნილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10654 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10654]; წვდომის თარიღი: 2019-06-26