1919 წლის 18 მარტს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორმა ევგენი ჭოღოშვილმა უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს სთხოვა, რომ თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა მისდამი რწმუნებული გიმნაზიის ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი გრიგოლ ამაღლობელი, როგორც არაშესაფერისი პირი. ამაღლობელი მოსწავლეებს მასწავლებლების წინააღმდეგ ამხედრებდა, ცდილობდა შური ეძია მასწავლებლებზე და კლასის დამრიგებელზე. ის გიმნაზიაში კონფლიქტურ ატმოსფეროს ქმნიდა და მასთან თანამშრომლობა გაუსაძლისი იყო.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10661 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10661]; წვდომის თარიღი: 2020-01-21