1919 წლის 20 მაისს გრიგოლ ამაღლობელი მოხსენებაში წერს, რომ ევგენი ჭოღოშვილი მის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. სთავაზობდა მასწავლებლების – სტრაჟვეს, დუმჩეკნკოსა და ყოფილი დირექტორის ბოგაიალუნსკის ჯაშუშობას, რაზეც არ დასთანხმდა. ამიტომ ჭოღოშვილმა მისი გიმნაზიიდან დათხოვა გადაწყვიტა. ის აღწერს თუ რა პროვოკაციებით ცდილობდა ჭოღოშვილი გიმნაზიიდან მის გათავისუფლებას და როგორ მიაღწია მიზანს თავისი მეგობრის, მაშინდელი განათლების მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე მდივნის დახმარებით.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10669 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10669]; წვდომის თარიღი: 2020-01-21