1919 წლის 20 მაისს, გრ.ამაღლობელი მოხსენებაში აღწერს, როგორ შეხვდა ბ-ნ ნათაძეს, თავის ყოფილ მასწავლებელს, როგორ არ დაუჯერა ალ.მდივანმა სიმართლე, ბ-ნ ნათაძემ როგორ გაგზავნა ბ-ნ ცინცაძესთან. ასევე, მთელ ამ პროცესში ახსენებს დირექტორის თანაშემწე ქალს, ქ-ნ ზურაბიანცს და მასწავლებელ დრაგამირეცკაიას. გრ.ამაღლობელი სრულად აღწერს ჭოღოშვილის მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ ყველა ხერხს მისი გიმნაზიიდან დათხოვნის მიზნით. იმედოვნებს, რომ სამინისტრო სრულად დაადასტურებს გრ.ამაღლობელის სიმართლეს, რაც მოხსენებაში აღწერა და დაუბრუნდება თავის ადგილს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10670 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10670]; წვდომის თარიღი: 2020-01-21