1919 წლის 17 დეკემბერს თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიის დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი მასწავლებელთა კავშირის სახელით სახალხო განათლების სამინისტროს სთხოვდა დაებრუნებინათ 15 მაისს გაგაზავნილი საბუთები N 360, თავისი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებლის გრიგოლ ამაღლობელის შესახებ. ხელს აწერენ: დირექტორი ევგენი ჭოღოშვილი და საქმის მწარმოებლის ნაცვლად დარანწურაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გრიგოლ იასონის ძე ამაღლობლის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10671 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10671]; წვდომის თარიღი: 2020-01-21