1919 წლის 3 მაისის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგის გრიგოლ იასონის ძე ნათაძის N103 ბრძანების თანახმად, ქუთაისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის მასწავლებელ ნინო ვასილის ასულ აკოფაშვილს პენსიისა და ხუთწლეულების მისაღებად სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა ნამსახური ორი წელი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10873 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10873]; წვდომის თარიღი: 2020-02-28