1919 წლის 3 აპრილს თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორმა ნიკოლოზ ჩიგოგიძემ სახალხო განათლების სამინისტროს აცნობა, რომ გერმანული ენის ყოფილი მასწავლებელი ნინო ვასილის ასული აკოფაშვილი 1911 წლის პირველი სექტემბრიდან ყოფილი სათავადაზნაურო გიმნაზიის გამგე-კომიტეტმა გერმანული ენის შტატის მასწავლებლად მიიწვია. იქ 1917 წლის პირველ სექტემბრამდე მუშაობდა. ხელს აწერენ დირექტორი ნიკოლოზ ნაუმის ძე ჩიგოგიძე და საქმისმწარმოებელი ევ. მამაცაშვილი.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნინო ვასილის ასული აკოფოვას (აკოფაშვილის) პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: რუსული, ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 10890 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/10890]; წვდომის თარიღი: 2020-02-18