1919 წლის 2 იანვარს, წმ.ნინოს გიმნაზიის მათემატიკის მასწავლებელი, დავით ანანიაშვილი, ბ-ნ განათლების მინისტრის ამხანაგს თხოვნაში წერს, რომ პირველად დაამთავრა საშუალო სასწავლებელი, 6 წლის შემდეგ წავიდა მოსკოვში უმაღლესი სწავლის მისაღებად და ამიტომ შევიდა კომერციულ ინსტიტუტში ეკონომიურ ფაკულტეტზე. დაამთვრა ეს ფაკულტეტი და რადგანაც მას მოსკოვის ქალების გიმნაზიაში და ქალების კომერციულ სასწავლებელში ჰქონდა გაკვეთილები, ამიტომ მოინდომა მეორე განყოფილება, იგივე ბანკების, კომერციულ ინსტიტუტში დაემთავრებინა.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | დავით ივანეს ძე ანანიაშვილის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11056 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11056]; წვდომის თარიღი: 2019-08-19