1920 წლის 14 აგვისტოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი პეტრეს ძე გეგეჭკორი თბილისიდან წაღვერში გაემგზავრა, საიდანაც საზღვარგარეთ წასასვლელად აბასთუმნისა და ხულოს გავლით ბათუმში ჩავიდა. სადგურზე იგი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ სვიმონ მდივანმა, მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ იოთამის ძე ქარცივაძემ, გენერლებმა გიორგი ივანეს ძე კვინიტაძემ და ალექსანდრე კონსტანტინეს ძე გედევანიშვილმა გააცილეს.

წყარო: ერთობა, 1920 | 17 აგვისტო
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11196 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11196]; წვდომის თარიღი: 2019-09-23