ნიკოლოზ ანჯაფარიძის 1919 წლის 1 დეკემბრის ნამსახურებით სიაში წერია, რომ ნიკოლოზ ანჯაფარიძემ დაამთავრა სრული კურსი თბილისის სასულიერო სემინარიაში სემინარიის სტუდენტის ხარისხით და აქვს ატესტატი #541. ნამსახურებით სიას ხელს აწერს ახალსენაკის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგის თანამდებობის აღმასრულებელი პ. ლორთქიფანიძე.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11318 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11318]; წვდომის თარიღი: 2019-08-26