ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 11331

ფაქტი 11331

1918 წლის 17 ოქტომბერს სამტრედიის ოთხკლასიანი გიმნაზიის დირექტორი ა. დ. დევიძე განათლების სამინისტროს სწერს, რომ ხსენებულ გიმნაზიაში რუსული ენისა და ისტორიის მასწავლებლად დანიშნეს გიორგი გიორგიძე, რომელიც, როგორც მისი დეპეშიდან ჩანდა, გადაიყვანეს თელავში. სამტრედიის გიმნაზია კი უმასწავლებლოდ რჩებოდა, რაც იწვევდა დიდ არევ-დარევას, რადგან გიორგიძეს ჰქონდა 24 გაკვეთილი და მისი განაწილება დანარჩენ მასწავლებელთა შორის შეუძლებელი იყო მასწავლებელთა სიმცირის გამო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 11331; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .