1920 წლის 26 ივნისს თელავის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორმა ზაქარია კლიმიაშვილმა განათლების მინისტრ ნოე რამიშვილს მისწერა, რომ გიორგი გიორგიძე ისტორიის მასწავლებლად დამტკიცდა 1919 წლის 1-ლი სექტემბრიდან, თუმცა სამსახური 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო. ის მინისტრს სთხოვს, გიორგიძეს ნამუშევარი ჩაეთვალოს და თანამდებობაზე 1918 წლის 1-ლი ოქტომბრიდან დამტკიცდეს.

წყარო: სახალხო განათლების სამინისტრო | გიორგი გრიგოლის ძე გიორგიძის პირადი საქმე
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11377 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11377]; წვდომის თარიღი: 2019-11-18