1900 წლის 4 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ნოე ჟორდანიამ და ივანე გომელაურმა გამგეობას სენაკის სკოლის რევიზორის შენიშვნების გასამართლებელი საბუთების წაკითხვა მოსთხოვეს, კერძოდ, იმ ადგილისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ „ვერც ერთი ადამიანი ვერ მოითმენდა იმ უწესობას, რაც ბატონ ყიფიანს მოუთმენია“.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საერთო კრების ოქმი და გამგეობის წლიური ანგარიში | 1900-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11722 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11722]; წვდომის თარიღი: 2019-11-19