1893 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ 1892 წლის მოხსენების მიხედვით ბაქრაძის ფონდში შესული თანხით უნდა აშენდეს მუზეუმი. ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ კი მოახსენა, რომ ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და უმოკლეს დროში დაიწყებენ მუზეუმის აშენებას.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საერთო კრების ოქმი | 1893-1893
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11805 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11805]; წვდომის თარიღი: 2019-10-14