1897 წლის 7 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგე მარიამ სუნდუკიანცის თხოვნა ბიბლიოთეკისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული ქართული წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მ. სუნდუკიანცის თხოვნა დააკმაყოფილა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 11960 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/11960]; წვდომის თარიღი: 2019-11-15