1908 წელს ივანე ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოს პირველი ნაწილი და მიიღო სრული საფასური, რის გამოც მოვალე იყო, სახელმძღვანელოს მეორე ნაწილიც მათთვის გადაეცა. ნასყიდობის წიგნი დაამოწმეს პეტრე სურგულაძემ და სიმონ ფირცხალავამ.

წყარო: სამადლობელი წერილები ილია ჭავჭავაძისადმი; იაკობ გოგებაშვილის მოხსენება; ვაჟა-ფშაველასა და სხვა მწერლების განცხადებები | 1879-1908
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12032 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12032]; წვდომის თარიღი: 2019-06-26