ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, რომ გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ: რამდენიმე საბავშვო წიგნი, ქართულ-რუსული და რუსულ-ქართული ლექსიკონები, „ჯეჯილი“, „ცნობის ფურცელი“, „მოამბე", „ცისკარი" – კარბელაშვილის სტატიით და საანგარიშო ბარათი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1901-1901
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12034 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12034]; წვდომის თარიღი: 2020-02-23