1897 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეათე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს I და II ბიბლიოთეკების შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რის საფუძველზეც გამგეობამ მეორე სამკითხველოს გამგე ანასტასია წერეთელს სთხოვა, დაუყოვნებლივ გადაეტანა სამკითხველო ავლაბარში.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12049 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12049]; წვდომის თარიღი: 2019-10-21