1894 წლის 27 თებერვალს სათავადაზნაურო ბანკში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ კომისიიის კრება, რომელსაც დავალებული ჰქონდა სკოლების გახსნასთან დაკავშირებულ პრობლემათა გამორკვევა. კრებას დაესწრნენ კომისიის წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, აკაკი როსტომის ძე წერეთელი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე და გამგეობის მდივანი დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12067 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12067]; წვდომის თარიღი: 2019-11-13