1894 წლის 4 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კომისიის სხდომაზე თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის ნებართვით საზოგადოებას ხუთი კერძო სკოლა ჰქონდა გახსნილი, მაგრამ მთავრობა ახალი კერძო სკოლების გახსნის ნებას აღარ აძლევდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგანგებო კრება | 1894-1894
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12114 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12114]; წვდომის თარიღი: 2019-11-17