1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ზაქარია გრიქუროვს უნდა გადასცენ წიგნების ანგარიშში – 190 მანეთი და ასევე იაკობ გოგებაშვილს რვეულების საფასური, რომელშიც სრულად ერგება – 589 მან. გამგეობამ განაცხადა, რომ ი. გოგებაშვილისთვის უნდა გადაეცათ გაყიდული რვეულების თანხა – 509 მანეთი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12179 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12179]; წვდომის თარიღი: 2019-10-19