1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. სხდომაზე განცხადება გააკეთა ოლღა მირზაშვილმა, რომ მოპარეს ყულაბა, რომელიც მიღებული ჰქონდა ქალთა კომიტეტისგან საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებლად, ამიტომ ესაჭიროებოდა ახალი ყულაბა, თუმცა გამგეობამ მას ახალი ყულაბის გადაცემაზე უარი განუცხადა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12213 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12213]; წვდომის თარიღი: 2019-10-16