1897 წლის 25 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთოთხმეტე სხდომა. დავით კარიჭაშვილმა სხდომას მოახსენა, რომ მეორე სახალხო ბიბლიოთეკა ანასტასია წერეთლისამ გადაიტანა ავლაბარში, რაზედაც ესაჭიროებოდათ გუბერნატორის ნებართვა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამგეობამ ნებართვა სთხოვა გუბერნატორს.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12214 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12214]; წვდომის თარიღი: 2019-10-14