1897 წლის 9 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთექვსმეტე სხდომა. სხდომაზე დასაბეჭდად წარმოადგინეს იოსებ ცხვედაძის ხელნაწერი, მისივე თარგმანით „დონ კიხოტი ლამანჩელი“, რომლის წაკითხვა და საზოგადოებისთვის თავისი აზრის მოხსენება გამგეობამ ივანე რატიშვილს დაავალა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1897-1898
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 12232 [http://society.iliauni.edu.ge/factoid/article/12232]; წვდომის თარიღი: 2019-10-18